მნიშვნელოვანი სიახლეები
ინდოეთში მაიმუნებს გოგონა-მაუგლი გამოსტაცეს (+ვიდეო)

ინდოეთში მაიმუნებს გოგონა-მაუგლი გამოსტაცეს (+ვიდეო)

გოგონა-მაუგლი, რომელიც როგორც ჩანს  დიდხანს ცხოვრობდა ჯუნგლებში, მაიმუნების ჯოგს  გამოსტაცეს. ინციდენტი ჩრდილო ინდოეთში, ერთ-ერთ ნაკრძალში მოხდა.

 რვა წლის გოგონა, რომელიც მაიმუნებთან ცხოვრობდა, ორი თვის წინ ტყისმჭრელებმა აღმოაჩინეს. მათ სცადეს გოგონას განთავისუფლება, მაგრამ მაიმუნების მხრიდან შეტევის გამო გოგონას დახსნა ვერ შეძლეს. ამის შემდეგ გოგონას გამოსახსნელად უკვე პოლიცია მივიდა. მათ შეძლეს მაიმუნებისათვის გოგონა გამოეგლიჯათ.

„იგი  შეშინებული იყო, არ ლაპარაკობდა და არც ჩვენს ლაპარაკს უგდებდა ყურს. მას სხეულზე რამდენიმე ჭრილობა  ჰქონდა. გოგონას ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა და ისე გამოიყურებოდა თითქოს მშობლებს ჩამორჩაო. იგი ძლიერ მშიერი და დასუსტებული  იყო. ჩვენ  მას ცოტაოდენი საკვები მივეცით. ჩვენ რომ არ გადაგვერჩინა, იგი სხვა ცხოველების კერძი გახდებოდა“, - ჰყვება ერთ-ერთი პოლიციელი.

ამჟამად ინდოეთი სპოლიცია გოგონას წარმომავლობის გარკვევას ცდილობს.

გოგონა ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გაირკვა იგი მხოლოდ დაოთხილი გადაადგილდება, არ იცის ლაპარაკი და საკვებს პირდაპირ იატაკიდან პირით ჭამს. სავადმყოფოში ყოფნისას გოგონას ორ ფეხზე სიარული, ხელით ჭამა და ჭიქის ხმარება შეასწავლეს. მას ჯერ კიდევ არ შეუძლია ლაპარაკი, სამაგიეროდ ესმის ყველაფერი და იღიმის კიდევაც.