მნიშვნელოვანი სიახლეები
ინგლისის სავადმყოფომ თავის პაციენტს სასამართლოში უჩივლა

ინგლისის სავადმყოფომ თავის პაციენტს სასამართლოში უჩივლა

ინგლისის აღმოსავლეთით, ნორფოლკის საგრაფოს საავადმყოფომ სასამართლოს მიმართა რათა საავადმყოფოში უკვე ორი წელი მცხოვრები პაციენტი გაესახლებინათ. პაციენტების თქმით, იგი საავადმყოფოს სასტუმროსავით იყენებდა.

მამაკაცი, რომლის სახელსაც არ ამჟღავნებენ, ჯეიმს პეჯეტის სახელობის საავადმყოფოს დატოვებაზე უარს აცხადებდა. ექიმების თქმით იგი გასაწერად მზად იყო და მას სხვა სოციალური სამსახურები თავშესაფარს სთავაზობდნენ. მამაკაცი 2014 წელს იქნა ჰოსპიტალიზირებული. მისი ასეთი ხანგძლივი „მკურნალობის კურსი“ არავისთვის არ იყო საიდუმლო.

 საბოლოო ჯამში საავადმყოფო იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. სარჩელი 1 დეკემბერს შეიტანეს, ხოლო 10 იანვარს მამაკაცი გამოასახლეს.