მნიშვნელოვანი სიახლეები
ირანში ლიონელ მესის ორეული დააკავეს

ირანში ლიონელ მესის ორეული დააკავეს

ირანელი სტუდენტი, რომელიც ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ ლიონელ მესისი წვეთი წყალივით ჰგავს, ირანის პოლიციამ დააკავა და განყოფილებაში მიაბრძანა.

ინციდენტი ქალაქ ჰამადანში მოხდა: რეზა პარასტეშთან, ქუჩაში სელფის გადაღების  იმდენი მსურველი მოგროვდა, რომ პოლიციამ მომხდარი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად მიიჩნია.

 პოლიციამ მესის ორეულს ავტომობილი ჩამოართვა, თავად პარასტეში კი დააკავა. თუმცა ამას მისთვის ხასიათი არ გაუფუჭებია. პოპულარობის წყალობით  რეზა პარასტაშს რეპორტიორები და სამოდელო სააგენტოები არ ასვენებენ. იგი იძულებული გახდა  ფეხბურთის რთული ილეთების ათვისება დაეწყო, რათა მესის იერ-სახე მთლიანად მოერგო.

 „ახლა ხალხი ირანელ მესის მეძახის და უნდათ რომ მე მისი ყველა ჟესტის და მანერის იმიტირება მოვახდინო“, - ჰყვება პარასტაში ინტერვიუში.