მნიშვნელოვანი სიახლეები
ირლანდიაში უშველებელი ექვსლაყუჩიანი ზვიგენი დაიჭირეს (+ვიდეო)

ირლანდიაში უშველებელი ექვსლაყუჩიანი ზვიგენი დაიჭირეს (+ვიდეო)

მოყვარულმა მეთევზემ ირლანდიის ნაპირებთან შვიდნახევარი მეტრის სიგრძის  და 680 კილოგრამი წონის ექვსლაყუჩიანი ზვიგენი ანკესით დაიჭირა.

 ეს ანკესით დაჭერილი ამ სახეობის ზვიგენის ყველაზე დიდი ეგზემპლარია. ინგლისელი ბენ ბონდი საათნახევარი ცდილობდა მის ამოთრევას და ბოლოს მოახერხა კიდეც. ფოტოების გადაღების შემდეგ მან ზვიგენი ისევ ზღვაში გაუშვა.

ექვსლაყუჩიანი ზვიგენი მრავალლაყუჩიანი ზვიგენების სახეობის წარმომადგენელია. იგი დიდ სიღრმეებზე ბინადრობს და ძირითადათ თევზით იკვებება, თუმცა ზოგჯერ არც სელაპებზე და არც თავის თანამოძმეებზე იძახის უარს. ენციკლოპედიების მიხედვით, მისი ზომა ხუთნახევარ მეტრს არ აღემატება, ამიტომაც შვიდნახევარი მეტრის ზვიგენის დაჭერა მართლაც სენსაცია აღმოჩნდა.

 „ყველაზე კარგი სანახავი იყო თუ როგორ მიცურავდა, მე არ მინდოდა მსგავსი ლამაზი არსების  მოკვლა“, - განაცხადა ბონდმა.