მნიშვნელოვანი სიახლეები
ისლანდიელმა ფერმერმა თავის ცხვრებში „მარტორქა“ აღმოაჩინა

ისლანდიელმა ფერმერმა თავის ცხვრებში „მარტორქა“ აღმოაჩინა

მითოლოგიური მარტორქა ძველ რომსა და საბერძნეთში რეალურ ცხოველად მიაჩნდათ. მითიური მარტორქის გამოსახულება და მის შესახებ ლეგენდები მთელს მსოფლიოში გვხვდება, მაგრამ ისლანდიაში ნამდვილი მარტორქა გამოჩნდა.

ფერმერ ერლე პორი ოლაფსდოტირის და ბიარნ ბიარნსონის კუთვნილ ცხვრის ფარაში გასულ წელს ერთი ბატკანი დაიბადა. როცა იგი წამოიზარდა, ფერმერებმა აღმოაჩინეს, რომ მას ზედ შუბლზე მხოლოდ ერთი რქა ჰქონდა.

როცა დააკვირდნენ, აღმოჩნდა, რომ ცხვრის ორი რქა ერთმანეთს შეზრდოდა. სწორედ იგი ამოზრდილიყო შუბლზე და ამით ცხვარი  მითიურ ცხოველს დამსგავსებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სიტყვა „მარტორქა“ (unicorn) ლათინური „ერთი რქის მქონედან“ მომდინარეობს (unicornis), მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ეს ერთი რქა ვის ექნება ცხენს თუ ცხვარს?

რა თქმა უნდა მარტორქა ცხვარი ეს მითის იდეალურ რეალიზაციად არ აღიქმება. მით უფრო რომ თვით ცხვარიც კი გაოცებული უყურებს თავის ერთ რქას. ფერმერებს იმედი აქვთ რომ მათ  მარტორქა ცხვარს ერთხელაც იქნება რეიკიავიკის ზოოპარკი წაიყვანს და ამით მსოფლიო აღიარებას მოუპოვებს.