მნიშვნელოვანი სიახლეები
ისრაელში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სპირტიანი სასმელები აღმოაჩინეს

ისრაელში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სპირტიანი სასმელები აღმოაჩინეს

ისრაელის არქეოლოგებმა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რამდენიმე ასეული ბოთლი სასმელი აღმოაჩინეს, რომლებიც ბრიიტანელ სამხედროებს ეკუთვნოდათ.

როგორც ისრაელის სიძველეთა სამმართველო იუწყება არქეოლოგები ქვის იარაღებს ეძებდნენ და სპირტიანი სასმელები იპოვეს.

 ჯინის, ვისკის, ლუდისა და ღვინის ბოთლების აღმოჩენის ადგილას 1917 წელს ბრიტანული გარნიზონი იმყოფებოდა. არქეოლოგებმა სასმელების გარდა სამხედრო მუნდირის ღილები, ბალთები, საპარსი მოწყობილობები და საცხენოსნო აღჭურვილობაც აღმოაჩინეს.

სასმელების მრავალფეროვნება და იტალიური ფაიფურის ჭურჭელი სავარაუდოთ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ნივთები ოფიცერთა კლუბს ეკუთვნის და არა არმიის სასადილოს.

ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსმა იერუსალიმი 1917 წლის დეკემბერში დაიკავა. მანამდე კი რამბლეს და სარაფანდის ბანაკებში ოპერაციას 9 თვე ამზადებდნენ.