მნიშვნელოვანი სიახლეები
იტალია ძველ ციხე-დარბაზებს უფასოდ არიგებს

იტალია ძველ ციხე-დარბაზებს უფასოდ არიგებს

იტალიაში 103 უპატრონო ისტორიული ციხე-დარბაზი მოგროვდა, ამიტომაც ქვეყნის ხელმძღვანელობამ მათი ათი წლით გაქირავება გადაწყვიტა. ისტორიული ძეგლები უფასოდ ქირავდება, მაგრამ ერთი კონკრეტული პირობით.

ახლა იტალიაში მდებარე ციხე-დარბაზები, მონასტრები და კოშკები ყველა მსურველს შეიძლება გადაეცეს. მაგალითად ლაციოში მდებარე Castello di Blera (XI საუკუნის ციხე-სიმაგრე, რომის ახლოს) ანდა Castello di Montefiore (XIII საუკუნის ციხე დარბაზი, იტალიის აღმოსავლეთში, მარკეს რეგიონში. სურათზე სწორედ იგია გამოსახული).

 მაგრამ სანამ ჩემოდნებს ჩაალაგებთ და იტალიისკენ ბილეთის ძებნას დაიწყებთ, მანამდე  საკუთარი თავი შეაფასეთ. შეგიძლიათ კი შემოთავაზებული ძეგლები ტურისტულ ობიექტებად აქციოთ? შენობებს იმ ადამიანებს გადასცემენ, ვისაც ძველებური შენობების მოდერნიზაციის კონკრეტული პროექტები გააჩნიათ.

შესაძლო ვარიანტებს შორისაა ციხე-დარბაზის სასტუმროდ, სპა-ცენტრად, რესტორნად ანდა ტურისტებისათვის მიმზიდველ სხვა ადგილად გადაქცევა.

ეს იდეა იტალიის სტრატეგიული ტურისტული გეგმის ნაწილს წარმოადგენს. გეგმის თანახმად ტურისტები მთელს იტალიაში თანაბრად უნდა იქნან გადანაწილებულები და კოლიზეუმისა და ვენეციის არხების დატვირთვა შეამსუბუქონ.

ყველა 103 ძეგლი ტურისტულ საფეხმავლო მარშრუტებზე მდებარეობენ. მათ შორის საველოსიპედო ბილიკებს გაიყვანენ, რათა დამთვალიერებლებმა უფრო მოხერხებულად იმგზავრონ.

 როგორც ჩანს იტალიის ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს თავის გეგმაზე, ამიტომაც აქტიურად იწვევს მეწარმეებს. წარმატების შემთხვევაში მსურველებს საარენდო ვადა გაუხანგძლივდებათ. განსაკუთრებულად წარმატებული ბიზნეს და არქიტექტურული იდეების წარმომდგენლები 50 წლიანი საარენდო ვადით დასაჩუქრდებიან.

უახლოეს ორ წელიწადში იტალიელები კიდევ ამ სიაში კიდევ 200 ისტორიული ძეგლის შეყვანას აპირებენ.