მნიშვნელოვანი სიახლეები
ჯორჯ ჰარისონის სიტარი 62 500 დოლარად გაიყიდა

ჯორჯ ჰარისონის სიტარი 62 500 დოლარად გაიყიდა

სიტარი, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის „ბითლზის“ წევრს ჯორჯ ჰარისონს ეკუთვნოდა და რომელზეც იგი ბევრჯელ უკრავდა, აშშ-ში 62 500 დოლარად გაიყიდა.

ამ სიტარზე, რომელიც 1965 წელს ლონდონში ოქსფორდ-სთრითზე შეიძინეს, ჰარისონი სიმღერა Norwegian Wood-ის ჩაწერისას უკრავდა.

ეს ინდური საკრავი კალკუტის ცნობილ სახელოსნოშია დამზადებული, ჰარისონმა შემდგომში თავისი პირველი ცოლის - პატი ბოიდის  მეგობარს აჩუქა.

აუქციონის სახლის მფლობელები სიტარის მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ. ვაჭრობის დასაწყისში საკრავის ფასი 50 ათასი დოლარი იყო.