მნიშვნელოვანი სიახლეები
კაციჭამია ირმები

კაციჭამია ირმები

ირმები საყვარელი და უსაფრთხო ბალახისმჭამელი ცხოველები არიან. ყოველ შემთხვევაში აქამდე ასეთებად ითვლებოდნენ. მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ისე არ მოხდა.

კრიმინალისტები ბევრ უცნაურ საქციელს ჩადიან, რათა გახსნან დანაშაული სხეულის იდენტიფიკაცია მოახდინონ. მაგალითად ზოგჯერ ისინი გვამებს ტყეში გასახრწნელად ტოვებენ, რათა გაიგონ თუ რა მოსდით მათ გახრწნის და შემდგომ პერიოდში. ამგვარ ექსპერიმენტებს სასამართლო ანთროპოლოგიის ტექსასის კვლევით ცენტრში ხშირად ატარებენ .

2014 წელს მკვლევარებმა ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე ტყეში სხეული გასახრწნელად დატოვეს. მათ აინტერესებდათ თუ სხვადასხვა მძორიჭამიები რა კვალს ტოვებენ გვამებზე. ამისათვის გვამის ახლოს ფოტოკამერა დაამონტაჟეს, რომელიც მოძრაობაზე რეაგირებდა. თავიდან ყველაფერი ჩვეულებრივ წარიმართა: გვამთან მივიდნენ მელიები, ენოტები, კოიოტები, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად მოულოდნელი სცენის მოწმენი გახდნენ.

 2015 წლის 5 იანვარს კამერამ ახალგაზრდა ირემი დააფიქსირა, რომელიც გვამის გვერდით იდგა და პირში ადამიანის ნეკნი ეჭირა. შემდეგ ეს კვლავ განმეორდა, თუმცა ვერ გაარკვიეს ეს იგივე ირემი იყო თუ სხვა. ეს პირველი დაფიქსირებული შემთხვევაა, როცა ირემი ადამიანის გვამს ჭამდა.

მეცნიერები თვლიან, რომ ირმებს და სხვა ბალახისმჭამელებს ზოგჯერ მინერალები სჭირდებათ - მაგალითად ისეთები, როგორიცაა ფოსფორი და კალციუმი. მათი მიღების სხვა გზა როცა არ არსებობს, ბალახისმჭამელი ცხოველები მათ ხორციდან იღებენ. ეს განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში ხდება.