მნიშვნელოვანი სიახლეები
კალაშნიკოვისადმი მიძღვნილ ძეგლზე გერმანული ავტომატი გამოსახეს

კალაშნიკოვისადმი მიძღვნილ ძეგლზე გერმანული ავტომატი გამოსახეს

ისტორიკოსმა იური პაშოლოკმა „ფესიბუქის“ თავის გვერდზე განაცხადა, რომ ცნობილი საბჭოთა კონსტრუქტორისადმი მიძღვნილი ძეგლის უკანა მხარეს გერმანული ავტომატის StG 44-ის სქემა შენიშნა. სქემა ძეგლის უკანა მხარეს არის გამოსახული, იქ სადაც კალაშნიკოვის ავტომატის სხვადასხვა მოდიფიკაციებია განთავსებული.

ის, რომ ძეგლის ერთ-ერთ ელემენტად „შტურმგევერის“ სქემაა გამოსახული, კონცერნ „კალაშნიკოვის“ ოფიციალური ინტერნეტ-წარმომადგენელი, ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი მაქს პოპენკერიც ადასტურებს.

 ძეგლის ავტორის, სკულპტორ შერბაკოვის  ნამუშევრებში მსგავს „შეცდომებს“ პირველად არ ნახულობენ. 2014 წელს  მოსკოვში ბელორუსიის ვაგზალზე დადგმულ ძეგლზე „სლავი ქალის გაცილება“  გერმანული „მაუზერის“ სისტემის შაშხანა იყო გამოსახული. მოგვიანებით შაშხანა მოახერხეს.

ვერსია იმის შესახებ, რომ  კალაშნიკოვმა თავისი ავტომატი კონსტრუქტორ ჰუგო შმაისერის გერმანული საიერიშო  შაშხანა StG-44-დან აიღო, რეგულარულად განიხილება ინტერნეტში.

ამ ჰიპოთეზის მომხრეები StG-44-ის და კალაშნიკოვის ავტომატის გარეგნულ მსგავსებაზე აკეთებენ აქცენტს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ საბჭოთა ავტომატი მას შემდეგ გაჩნდა, რაც იჟევსკში გერმანელი ინჟინრების ჯგუფი, ჰუგო შმაისერის ხელმძღვანელობით, მუშაობდა.