მნიშვნელოვანი სიახლეები
კემარი: თანამედროვე დროს გაცოცხლებული მე-7 საუკუნის იაპონური „ფეხბურთი“

კემარი: თანამედროვე დროს გაცოცხლებული მე-7 საუკუნის იაპონური „ფეხბურთი“

კემარი არის უძველესი ბურთის თამაში, რომელიც იაპონიიდან მომდინარეობს და მას აქვს მსგავსებები თანამედროვე ფეხბურთის თამაშთან.

თამაში, რომლიდანაც დღევანდელი ფეხბურთი მომდინარეობს, წარმოიშვა 1863 წლის ინგლისში. შემდგომ ის ორი სხვადასხვა სახეობის თამაშად გაიყო - რაგბი და ფეხბურთი.

მასთან განსხვავებით თამაში სახელად კემარი მე-7 საუკუნიდან მოდის, თუმცა მხოლოდ რამოდენიმე საუკუნის შემდგომ ჩამოყალიბდა მისი წესები.

კემარის ადრეული დღეები

კემარი იაპონიაში ჩინეთიდან დაახლოებით ახ.წ.ა. 644 წლებამდე მოვიდა. მისი ყველაზე ადრეული ხსენება გვხდება ნოჰონ შოკიში, იაპონიის ისტორიის უძველეს წიგნში.

ისტორიული წყაროების მიხედვით კემარის თამაში ახ.წ.ა. 644 წელს ჰოკოჯისთან ქალაქ ნარაში ითამაშეს. თამაშობდა პრინცი ნაკო ნო ოე (რომელიც შემდგომ იმპერატორი ტენჯი გახდა). თამაშის დროს პრინცს ფეხსაცმელი გაძვრა. მეორე მოთამაშე სახელად მაკატომი ნო კამატარიმ ეს დაინახა და ფეხსაცმელი უკან მიუტანა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რადგან შემდგომ ისინი საუკეთესო მეგობრები გახდნენ და ერთად მოახდინეს სოგას ძლიერი კლანის დამარცხება.

როგორ თამაშობენ კემარის

ჩინეთში ფეხბურთის მსგავსი თამაში სახელად ცუიჯი არსებობდა ჯერ კიდევ  ძვ.წ.ა. 476-221 წლებისთვის. ცუიჯი საშიში სპორტი იყო და გამოიყენებოდა სამხედრო პირების ვარჯიშისათვის. დროთა განმავლობაში მისი წესები ჩამოყალიბდა და მისი სახიფათო ბუნება შემცირდა, რის შედეგადაც სამხედრო კლასიდან სხვა სოციალურ კლასებში გავრცელდა.

როცა თამაში იაპონიაში გავრცელდა, მან დიდი ცვლილებები განიცადა, თუკი იმის მიხედვით ვიმსჯელებთ თუ როგორია კემარი. მაგალითაც ცუიჯის თამაშისას ბურთს ხელით არ ეხებიან როგორც ფეხბურთისას და აგორავებენ მიწაზე, ხოლო კემარის დროს კი ბურთი მიწაზე არ უნდა მოხვდეს. უნდა აბურთავო ხელების გარდა სხვა ნებისმიერი სხეულის ნაწილით.

ასევე ცუიჯისა და ფეხბურთისგან განსხვავებით აქ არაა ორი გუნდის პაექრობა. კემარის თამაშობს ექვსი ან რვა მოთამაშე და მათი დანიშნულებაა ბურთი რაც შეიძლება დიდხანს გააჩერონ ჰაერში.

მთავარი განსხვავენა ცუიჯისა და კემარის შორის არის მოთამაშეები. ცუიჯის თავდაპირველი მოთამაშეები სამხედროები იყვნენ, ხოლო კემარისა მაღალი კლასის წარმომადგენლები.

კამაკურას პერიოდისას (მე-12 და მე-14 საუკუნეებს შორის) სამურაებს შორის კემარი პოპულარული სპორტი გახდა. ედოს პერიოდში (მე-17 და მე-19 საუკუნეებს შორის) ბურთით თამაში დაბალ კლასებშიც გავრცელდა. თუმცა მეიჯის რესტავრაციისას კემარის პოპულარულობამ დაიწია, რადგან იმპერატორს არ მოსწონდა თამაში.

დღეს კემარის თამაში ისევ აღდგენილია და წელიწადში ორჯერ დღესასწაულებისას იმართება ბურთით თამაში.