მნიშვნელოვანი სიახლეები
კინგ-კონგი: ისტორიაში ყველაზე დიდი ურჩხული (+ვიდეო)

კინგ-კონგი: ისტორიაში ყველაზე დიდი ურჩხული (+ვიდეო)

8 მარტიდან ახალი ფილმის, „კონგი: თავის ქალის კუნძული“ ჩვენება იწყება. იგი მიკარგულ კუნძულზე მცხოვრებ ლეგენდარულ ურჩხულზე მოგვითხრობს. 1933 წლიდან დაწყებული ფილმიდან ფილმში კინგ-კონგი ზომებში მატულობს. ახალი კონგიც არაა გამონაკლისი, პირიქით იგი არსებული კონგებიდან ყველაზე დიდი იქნება.

 “ისტორიული“ კონგების ზომები 5,5 მეტრიდან 20 მეტრამდე მერყეობდა. ახალი გორილას სიმაღლე კი მთელი 31.7 მეტრი იქნება. წარმოიდგინეთ“ ემპაირ-სთეიტ-ბილდინგის შპილი, რომელზე კლასიკურ ვარიანტში კინგ-კონგი ეკიდება 62,2 მეტრი სიმაღლისაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიგანტურ მაიმუნს მასზე დიდხანს აფორთხება არ მოუწევს - ერთი ნახტომიც იკმარებს, თუ რაღა თქმა უნდა შპილმა გაუძლო.

ცნობილი ისტორიის ახალი ეკრანიზაცია ახალგაზრდა რეჟისორმა ჯორდან ვოგტ-რობერტსმა გადაიღო. მასში მონაწილეობენ ტომ ხილსდსტონი, სემუელ ლ. ჯეკსონი, ჯონ გუდმანი და ბრი ლარსონი.

რეჟისორს სურდა, რომ ახალი კონგი ადვილად დასამახსოვრებელი ყოფილიყო. რაღაც ზომით ეს მოთხოვნა შესრულდა. ერთის მხრივ ეს კლასიკური გორილაა და მეორეს მხრივ მას საკუთარი უნიკალური სახე აქვს - იგი უდაბური კუნძულის მარტოხელა მეფეა. თავის ქალების კუნძულს ორ ლოკაციაში იღებდნენ: ძირითადათ ჰავაის კუნძულებზე და ასევე ვიეტნამსა და ავსტრალიაში.

 გორილას სიმაღლე 31,7 მეტრია, რაც თითქმის ათსართულიანი სახლის სიმაღლეა. ვინაიდან კონგი რელიქტური მაიმუნია, რომელიც გიგანტური რეპტილიების დროს ცხოვრობდა, ამიტომაც მისი ზომა სავსებით ლოგიკურია. კონგის წინაპრები ადვილად უსწორდებოდნენ 30 მეტრიან არგენტინოზავრებს, ანდა იმავე ზომის მეგალოდონებს. ფილმში არიან კონგის მტრებიც - ფანტასტიკური ურჩხულები.

კონგის ზომა ფილმის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიანგია. იგი კარგად იგრძნობა კუნძულზე, მთებისა და პალმების ფონზე. წარმოიდგინეთ თუ როგორი იქნებოდა ეს გიგანტი ქალაქების ბეტონის ჯუნგლებში.