მნიშვნელოვანი სიახლეები
კირიბატის ხელისუფლებამ „ალტერნატიული რუსეთის“ შექმნის გეგმა უარყო

კირიბატის ხელისუფლებამ „ალტერნატიული რუსეთის“ შექმნის გეგმა უარყო

კირიბატის ხელისუფლებამ უარყო  რუსეთის მონარქიული პარტიის ლიდერის და ბიზნესმენის ანტონ ბაკოვის იდეა წყნარ ოკეანეში კირიბატის კუთვნილ სამ დაუსახლებელ კუნძულზე  „ალტერნატიული რუსეთის“  შექმნის შესახებ.

 ბაკოვმა, რომელიც ადრე რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო, კუნძულოვან სახელმწიფოს მის ეკონომიკაში 350 მილიონი დოლარის ინვესტირება  შესთავაზა. ამის სანაცვლოდ სამ კუნძულზე რომანოვების იმპერია უნდა აღდგენილიყო.

კირიბატის მთავრობის განცხადებით იგი მზად არაა თავის კუნძულებზე სუვერენული უფლებები დათმოს. ეს გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღეს, რაც  ბიზნესმენის წინადადება უცხოური ინვესტიციების კომისიამ გააანალიზა და მასზე უარყოფითი დასკვნა დადო.

 ბაკოვის მეუღლემ, მარინამ განაცხადა, რომ მის ქმარს რომანოვების იმპერიის აღდგენა სურს, ვინაიდან „რუსეთის პატრიოტების დიდი რიცხვი უკმაყოფილოა პუტინის რეჟიმით“.

 2014 წლის აპრილში რუსეთის მონარქიულმა პარტიამ  იმპერატორად ნიკოლოზ კირილეს ძე ლეინინგენ-რომანოვი გამოაცხადა. ბაკოვას სიტყვებით ტახტის მემკვიდრე ნიკოლოზ III-საც სურს წყნარ ოკეანეში იმპერიის აღდგენა.

მანამდე ბაკოვმა რუსეთის იმპერიის აღდგენა პოლინეზიაში კუკის კუნძულებზე და ჩერნოგორიაში სცადა.

ბაკოვი სახელმწიფო დუმაში 2003 წელს „რუსეთის აღორძინების პარტიიდან“ აირჩიეს, ამის შემდეგ ბაკოვი „მემარჯვენე ძალების პარტიაში“ გადავიდა და 2004-2007 წლებში მის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა.

2012 წელს იგი რუსეთის მონარქიული პარტიის ხელმძღვანელია. მას არაერთხელ აქვს გაცხადებული რუსეთში მონარქიული წყობის აღდგენის შესახებ.