მნიშვნელოვანი სიახლეები
კომპანია L`Oreal-ის თანამფლობელი - ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა (+ვიდეო)

კომპანია L`Oreal-ის თანამფლობელი - ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა (+ვიდეო)

95 წლის ასაკში პლანეტის უმდიდრესი ქალი, კომპანია L`Oreal-ის თანამფლობელი - ლილიან ბეტანკური გარდაიცვალა.

 მან კოსმეტიკური იმპერია თავისი მამისგან მემკვიდრეობით 1957 წელს მიიღო და მის მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასე გაგრძელდა 2011 წლამდე სანამ ბიზნე-ლედის ქალიშვილმა ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსმა ცნობილ ფოტოგრაფ ფრანსუა-მარი ბანიეს მოტყუების გზით, დედამისისათვის 1 მილიარდ ევრომდე თანხის საჩუქრებსა და შემოწირულობების გამოძალვაში არ დასდო  ბრალი.

 ექიმებმა მოხუც ქალს ასაკობრივი ჭკუასუსტობისა და ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ამ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სასამართლომ ლილიანი უუნაროდ ცნო და მასზე მეურვეობა ოჯახს დააკისრა.

 თავად მილიარდელი ქალი ამ დიაგნოზს არ ეთანხმებოდა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა. მას არ სურდა კომპანიის მართვის სადავეები თავისი ქალიშვილისათვის გადაეცა, რომელთანაც მრავალწლიანი კონფლიქტი ჰქონდა.

2010 წელს ბეტანკურის სახელი პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა. გამოძიების მასალების თანახმად საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი L`Oreal-ის იმპერიის მემკვიდრისგან თავისი საარჩევნო კამპანიისათვის ფულს იღებდა.

სამი წლის შემდეგ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო საქმე დაიხურა.

შემდეგ უკვე ბეტანკური აღმოჩნდა მომჩივანის როლში. ბრალი მის უფროს მსახურსა და რამდენიმე ჟურნალისტს წაუყენეს. მათ უკანონოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება ედებოდათ ბრალად.

 ჟურნალი Forbes ლილიან ბეტანკურის ქონებას 40 მილიარდ დოლარად აფასებს. მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში იგი მე-14 ადგილს იკავებდა.