მნიშვნელოვანი სიახლეები
კომპიუტერი Apple 1 აუქციონზე 355 ათას დოლარად გაიყიდა

კომპიუტერი Apple 1 აუქციონზე 355 ათას დოლარად გაიყიდა

Apple-ის პროდუქციის ფანატმა Christie’s აუქციონზე 1976 წელს გამოშვებული კომპიუტერი  Apple 1 355 500 დოლარად შეიძინა.

 კომპიუტერი Apple 1 სტივ ვოზნიაკმა თავისთვის ააწყო, ხოლო სტივ ჯობს ამგვარი კომპიუტერების გაყიდვის იდეა გაუჩნდა. იდეა სისრულეში 1976 წელს მოიყვანეს. Apple 1 კომპანია Apple Computer-ის, დღეს უკვე Apple Inc-ის პირველი კომპიუტერი გახდა. სადღეისოდ 66 შემორჩენილი ეგზემპლარის შესახებ არის ცნობილი. ერთ-ერთი მათგანის ბედნიერი მფლობელი Apple-ის ფანატი გახდა, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. მან კომპიუტერში 355 500 დოლარი გადაიხადა.

დღეს ამ  ფასად 148 ცალი 15 ინჩიანი MacBook Proნოუთბუქის, ანდა 461 iPhone 7-ისყიდვა შეიძლება. 1976 წელს Apple 1 საკმაოდ ძვირი - 666,66 დოლარი ღირდა. უნდა ითქვას, რომ  Christie's-ის აუქციონზე ამგვარი კომპიუტერები უფრო ძვირადაც გაყიდულა: 2013 წელს 671 400 დოლარად, ხოლო 2014 წელს 905 ათას დოლარად. წელს გაყიდულმა კომპიუტერმა 2017 წლამდე მუშა მდგომარეობაში მოაღწია. იმათთვის, ვისაც რარიტეტში რამდენიმე ასეული ათასი დოლარის გადახდა არ შეუძლია, არსებობს Apple 1-ის ემულატორი - Agat Emulator и MESS.

კომპიუტერს არ აქვს გარე კორპუსი, არც კლავიატურა და არც მონიტორი, მაგრამ თავის დროზე აწყობილ და მუშა მდგომარეობაში ბესტსელერი იყო. მას მიკროპროცესორი MOS Technologies 6502და 8 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება აქვს.