მნიშვნელოვანი სიახლეები
კრევეტს Pink Floyd-ის სახელი უწოდეს

კრევეტს Pink Floyd-ის სახელი უწოდეს

პანამის წყნარი ოკეანის სანაპიროზე Alpheidae-ის კიბოს ახალი სახეობა აღმოაჩინეს. კაშკაშა ვარდისფერი შეფერილობის გამო მას ბრიტანულიროკ-ჯგუფის Pink Floyd-ის სახელი უწოდეს.

Synalpheus pinkfloydi-ის კიბოები თავისებურად მუსიკალურებიც არიან: ისინი თავისი საცეცებს ხმაურით ატკაცუნებენ. ამასთან ეს ტკაცუნი, საცეცების ორი  ნაწილის კონტაქტის კი არა, არამედ კავიტაციის ეფექტის დამსახურებაა. საცეცების მყისიერი დახურვისას წყლის მძლავრი ნაკადი წარმოიქმნება, რომელში ჰაერის უამრავი ბუშტულებს წარმოშობს.

 მაღალი წნევის არეში მოხვედრისას ეს ბუშტულები დარტყმით ტალღას წარმოშობს, რომელიც არა მხოლოდ ხმას გამოსცემს, არამედ მცირე ზომის ცხოველის სიკვდილს ანდა გათიშვასაც იწვევს. ზოგი კიბოსნაირი თავის აკუსტიკურ იარაღს მარტოკა იყენებს, სოციალური კიბოები კი მთელ კონცერტებს ქმნიან და გარშემო მცირე ზომის თევზებს ანადგურებენ.

 ბიოლოგისათვის ცხოვრების უდიდესი მიღწევაა აღმოაჩინოს ახალი სახეობის ორგანიზმი და სასურველი სახელი უწოდოს. სემი დე გრავე, ოქსფორდის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მუზეუმის ზოოლოგი, ბრიტანული როკ-ჯგუფ Pink Floyd-ის  ფანატი 1979 წელს გახდა. სწორედ მაშინ მოისმინა მათი ალბომი The Wall. იგი მთელი 40 წელი ოცნებობდა რაიმე ახალი კიბოსნაირი ორგანიზმი აღმოეჩინა (ისინი მას უფრო ადრე შეუყვარდა, ვიდრე დევიდ გილმორის ხმას და გიტარას მოისმენდა) და ჯგუფის სახელი ეწოდებინა.

 ვარდისფერი საცეცები და მომაკვდინებელი ხმა სწორედ ის იყო,რაც დე გრავეს ესაჭიროებოდა. კვლევის მეორე ავტორს, არტურ ანკერს (Arthur Anker) საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა.

Pink Floyd-ი პირველად არ ტოვებს კვალს საბუნებისმეტყველო პუბლიკაციებში. ასე მაგალითად ჭრიჭინა Umma gumma-ს სახელი ჯგუფის 1969 წლის ალბომის საპატივცემულოდ ეწოდა.