მნიშვნელოვანი სიახლეები
ლას-ვეგასში მანეკენზე თავდამსხმელს ბრალად მკვლელობა ედება

ლას-ვეგასში მანეკენზე თავდამსხმელს ბრალად მკვლელობა ედება

ამერიკის ნევადას შტატის სასამართლო უჩვეულო საქმეს იხილავს: ადამიანს, რომელმაც მანეკენს ჩაქუჩით თავი გაუტეხა მკვლელობის ბრალდება წაუყენეს.

სასამართლოს წინაშე 30 წლის შეინ ალენ შინდლერი წარსდგა, რომელიც ლას-ვეგასის ცენტრში ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე დააკავეს. ამ ქუჩაზე ადრე ორი მძინარე უსახლკარო მოკლეს.

უსახლკაროების მკვლელზე მონადირე პოლიციელები სატყუარად მანეკენს იყენებდნენ და ამ ხერხმა გაჭრა.

 სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს თუ  როგორ ეპარება შინდლერისაბანწაფარებულ მანეკენს,  იღებს ჩაქუჩს და თავში რამდენჯერმე მთელი ძალით ურტყავს.

 შინდლერი ბრალს არ აღიარებს - მან პოლიციას განუცხადა, რომ იცოდა მანეკენის შესახებ. სასამართლოში საზოგადოებრივმა დამცველმა ბრალდების მხარე მასხარად აიგდო. მისი განცხადებით უსულო საგანზე თავდასხმა მკვლელლობად არ შეიძლება ჩაითვალოს და ამიტომ ბრალდება „იურიდიულად არშემდგარია“.

 ამ შემთხვევამ იურისტებს შორის დებატები გამოიწვია, მაგრამ ნევადას შტატის კანონი როგორც ჩანს ბრალდების მხარესაა. საქმე იმაშია, რომ ამერიკის შტატების უმრავლესობის კანონი ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავის განზრახვას.

„დიახ მანეკენის მოკვლა შეუძლებელია, მაგრამ თუკი ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც დამნაშავეს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაშინ იგი ადამიანს გაუტეხავდა თავს“, - აცხადებს ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი დებორა დენო.

 მკვლელობის მცდელობასთანერთად შინდლერს იარაღის ფარული ტარებაც ედება ბრალად. სასამართლომ მისი ფრიქიკის შემოწმებაც მოითხოვა.