მნიშვნელოვანი სიახლეები
LG-ს სმარტფონი კოღოებს დააფრთხობს

LG-ს სმარტფონი კოღოებს დააფრთხობს

 კომპანია LG-მ ინდოეთში სმარტფონ  K7i-ის პრეზენტაცია მოახდინა. ახალი სმარტფონის მთავარი თავისებურება კოღოებისსაწინააღმდეგო ულტრაბგერითი რეპელენტია.

 ტექნიკურად მას «Mosquito Away» ეწოდება და კოღოების დასაფრთხობად ადამიანისათვის ჩუმ ულტრაბგერას იყენებს. რეპელენტი სმარტფონის უკანა ხუფზეა მოთავსებული  და თუკი ადამიანი ამ ფუნქციით დაინტერესებული არაა, მას უკანა ხუფის ჩვეულებრივით შეცვლა თავისუფლად შეუძლია.

 Mosquito Away კომპანიის ბევრ პროდუქტში გამოიყენება - კონდიციონერებში, სარეცხ მანქანებში და ტელევიზორებშიც კი. ამასთან ულტრაბგერის ეფექტურობა მთლად გარკვეული არაა. ასე მაგალითა ენტომოლოგი ბარტ ნოლსი მალარიასთან ბრძოლის ჰოლანდიური ფონდის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამის მეცნიერეულად დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს.

 K7i-ს 5 ინჩიანი,  854 x 480 გარჩევადობის ეკრანი გააჩნია. მის ერთბირთვიან პროცესორს 1,1 გიგაჰერცისიხშირე აქვს. მოწყობილობას 2 გიგაბიტი ოპერატიული და 16 გიგაბიტი  მუდმივი მეხსიერება გააჩნია. სმარტფონი ორ SIM-ბარათთან მუშაობს.  K7i-ს 8 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 5 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა აქვს. მოწყობილობა Android 6.0 Marshmallow ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.