მნიშვნელოვანი სიახლეები
ლონდონის ცაში ლაინერი A320 კინაღამ უპილოტოს შეეჯახა

ლონდონის ცაში ლაინერი A320 კინაღამ უპილოტოს შეეჯახა

სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაფრენას აპირებდა კინაღამ უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა.

 თვითმფრინავი 10 ათასი ფუტის (დაახლოებით 3 კილომეტრი) სიმაღლეზე დაეშვა და დასაფრენად მოემზადა, როცა მფრინავებმა მარჯვენა ბორტის მხრიდან რვაძრავიანი დრონი შეამჩნიეს.

სპეციალისტების განცხადებით თვითმფრინავი და დრონი ერთმანეთს 30 მეტრით აცდნენ. ასეთ დროს „უსაფრთხოება გარანტირებნული არ იყო“.

ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს წესებით დიდ უპილოტოებს 400 ფუტის (122 მეტრი) ზემოთ ფრენა ეკრძალებათ. აკრძალულია ასევე ფრენა აეროპორტებისა და სხვა ასაფრენი ბილიკების მახლობლად.

 როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტი ჰითროუს ცაში 2016 წლის 11 ნოემბერს მოხდა. ვითარება იმდენად სწრაფწარმავალი აღმოჩნდა, რომ მფრინავებმა რეაგირება ვერ მოასწრეს.

ეს ავიაინციდენტი "B" კლასს მიაკუთვნეს - ხუთ დონიანი შეფასებიდან  მეორეს, რაც საჰაერო ხომლადისათვის სერიოზული საფრთხის აღმნიშვნელია.

 პოლიცია დღემდე ეძებს დრონის ოპერატორს.

მიმდინარე წელს თვითმფრინავებისა და უპილოტოების სახიფათი დაახლოების 59 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამჟამად ბრიტანეთის პარლამენტში განსახილველად ახალი უპილოტო საფრენი აპარატების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტია შეტანილი.