მნიშვნელოვანი სიახლეები
ლუდვიგსბურგის გოგრის ფესტივალი (+ვიდეო)

ლუდვიგსბურგის გოგრის ფესტივალი (+ვიდეო)

გერმანულ ქალაქ ლუდვიგსბურგში ევროპაში უდიდესი ყოველწლიური გოგრის ფესტივალი გაიხსნა. ეს ღონისძიება ათასობით ტურისტს და რაღა თქმა უნდა ფერმერს იზიდავს. ისინი ფესტივალზე ადამიანის შრომის შედეგების სანახავად ჩამოდიან.

 ლუდვიგსბურგში ჩამოტანილი გოგრების ზომები მართლაც შთამბეჭდავია. ხშირად მათი წონა ასობით კილოგრამს აღწევს, ხოლო ზომებით სავსებით შეძლებდნენ კონკიასთვის ეტლის მაგივრობის გაწევას.

წელს ჯილდო ყველაზე დიდი გოგრისათვის ბელგიელ მატიას ვილმიინსს (Mathias Willemijns) ერგო. მისი გოგრა წონაში 1008 კილოგრამს აღწევდა.

ფესტივალის დროს ლუდვიგსბურგი ბოსტნეულის ნამდვილ სამეფოდ არის ქცეული. ფესტივალის სტუმრები გოგრებს არა მხოლოდ ათვალიერებენ, არამედ მათ სხვადასხვა სახით მომზადებულსაც მიირთმევენ. ამ მცენარისგან დამზადებული კერძების და რეცეპტების რაოდენობა რამდენიმე ათეულს და ასეულსაც კი აღწევს.