მნიშვნელოვანი სიახლეები
მადაგასკარზე  შამპანურის სუნის მქონე ორქიდეა აღმოაჩინეს

მადაგასკარზე შამპანურის სუნის მქონე ორქიდეა აღმოაჩინეს

ავსტრიელმა ბოტანიკოსმა კუნძულის ჩრდილოეთში დიდი ყვავილის და სპეციფიკური სუნის მქონე ორქიდეა აღმოაჩინა.

 სიდერმაახლადაღმოჩენილიმცენარისნიმუშებისამეფობოტანიკურიბაღისსპეციალისტებსგადასცადამათმცენარესლათინურისახელიშეურჩიეს - Cynorkis christae.ორქიდეებისოჯახისCynorkis-ისგვარსათობითორქიდეამიეკუთვნება, რომლებიცაფრიკაშიდაინდოეთისადაწყნარიოკეანის კუნძულებზეიზრდებიან. ყვავილს გვარის სახელი christae-ს პირველაღმომჩენის მეუღლის საპატივცემულოდ ეწოდა.

C. christae-ის ყვავილები ზომით 5 სანტიმეტრამდეა და 16 სანტიმეტრიან ყლორტზე იზრდებიან. ყვავილის ფურცლები თეთრია ცენტრში ბორდოსფერი წერტილებით. მაგრამ მისი მთავარი თავისებურება მოტკბო სუნია, რომელიც შამპანურის სურნელს ჰგავს.

შემდეგი წლისათვის სიდერი C. christae-ის ყვავილობის ადგილამდე ტენიან სეზონში აპირებს მისვლას, რათა ყვავილის ბოლქვები მოაგროვოს და  დიდი ბრიტანეთის თესლსაცავში გადააგზავნოს.