მნიშვნელოვანი სიახლეები
მაღალი მოდა უძველეს ეგვიპტეში: მძივებით მოქსოვილი კაბა

მაღალი მოდა უძველეს ეგვიპტეში: მძივებით მოქსოვილი კაბა

მოდა არაა თანამედროვეობიდან მოსული. უძველეს ეგვიპტეში მოდურად ჩაცმა ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ეს  განსაკუთრებით მაღალი სოციალური კლასის წევრებზე ითქმი. ელიტალურ მოდაში შედიოდა მძივებით მოქსოვილი კაბა-ბადე. მართალია ისტორიკოსებმა მსგავსი სამოსის არსებობა მხატვრობიდან იცოდნენ, მაგრამ სანამ 1920-იან წლებში არტეფაქტი არ აღმოაჩინეს, არავინ არ იცოდა რეალურად როგორ გამოიყურებოდა იგი.

მძივებით მოქსოვილი კაბა ათასობით მძივისგან კეთდებოდა და ითვლება, რომ მსგავს სამოს ეგვიპტეში ყოველდღე იცვამდნენ. ეს ძვირფასი სამოში იშვიათია,  დროს მხოლოდ 20-მდე მათგანი შემორჩა. დღეს ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში ინახებიან.

მოდური მძივები

ტანსაცმლის მძივების თითოეული მარცვალი მნიშვნელოვანი იყო მოდის მიმყოლი ძველი ეგვიპტელი ქალებისთვის. მაგალითად ქურუმი ქალები მძვივების თავის მოსართავებს და საყელოებს ატარებდნენ. მაღალი კლასის ქალები მძივების ბადეებს ატარებდნენ, რომლებსაც დღესასწაულებისთვის  ტუნიკასთან ერთად იცმევდნენ. უფრო ღარიბი ქალები მძივების ქამრებს წელზე ატარებდნენ.

მძივების ბადე კაბები

არსებობს მოსაზრება, რომ მძივების  ბადე კაბები ორიდან ერთ-ერთი გზით მზადდებოდა. ერთი მეთოდით მათ პირდაპირ აკერებდნენ ქსოვილის ტანსაცმელს. მეორის მიხედვით მათ ერთმანეთზე აცმევდნენ და ბადედ ქსოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი კაბა  შემორჩა და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმში ინახება. კაბა ლურჯი და მოლურჯო-მონაცრისფერო ქაშანაურის მძივებისგანაა დამზადებული, რომელიც ლილა ქვის და ფირუზის იმიტაციას წარმოადგენდნენ.

მძივების ბადე კაბები ხელოვნებასა და ლიტერატურაში

მძივების ბადე კაბები გვხდება უძველეს ეგვიპტურ რელიეფებსა და ქანდაკებებზე. ერთ-ერთი მაგალითია ძვ.წ.ა. მე-3 ათასწლეულის ცის ქალღმერთ ნუტის ქანდაკება. ღვთაების სამოსი ძალიან ჰგავს ბადე კაბას.

ამასთან მძივების ბადე კაბები უძველეს ეგვიპტურ ლიტერატურაშიც მოიხსენიება. ეს ისტორიები ცნობილია, როგორც „საოცრებათა სამი ამბავი“. ერთ-ერთი ისტორიის მიხედვით მეფე სნეფრუ მოწყენილი იყო და თავის სასახლეში გართობის საშუალებას ეძებდა. მთავარმა გადამწერმა ურჩია ნავით ტბაზე წასულიყო, თან კი ჰარემის ულამაზესი ქალები წაეყვანა. ეს ქალები ჩაცმულნი იყვნენ ბადე კაბებში, რომელიც სავარაუდოდ მძივებისგან იყო დამზადებული. რითაც მეფე უფრო გაახარეს.

მძივების ბადე კაბები შემდგომში სამარხებში აღმოაჩინეს. მაგალითად ლონდონის მუზეუმში ინახება კაბა, რომელიც მე-5-6 დინასტიის ქაუს სამარხიდანაა. ეს  ქალაქი ზემო ეგვიპტეში მდებარეობდა. პირველი ბადე კაბა 1923-1924 წელს აღმოაჩინეს და ითვლებოდა, რომ მას მოცეკვავეები ატარებდნენ. კაბაში ჩატანებული იყო პატარა ქვები, რომლებიც წკარუნობდნენ, როცა მისი მატარებელი მოძრაობდა. ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ მსგავსი კაბები ეროტიკული ცეკვებისთვის გამოიყენებოდა. მაგრამ, როცა კაბას რესტავრაცია ჩაუტარეს აღმოჩნდა, რომ ის ძალიან მძიმე იქნებოდა მოცეკვევისთვის და შესაბამისად ეს ვერსია გაუქმდა.