მნიშვნელოვანი სიახლეები
მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენს გაეჯიბრება

მაიკლ ფელპსი თეთრ ზვიგენს გაეჯიბრება

სახელგანთქმული მოცურავე მაიკლ ფელპსი, რომელსაც ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული სპორტსმენის სახელი აქვს, დიდ თეთრ ზვიგენს ცურვაში გაეჯიბრება. შეჯიბრს ტელეპროგრამა „დისქავერისათვის“ აწყობენ.

„მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი  ოკეანის ყველაზე ეფექტიანი მტაცებლის წინააღმდეგ“, - ასეთი ანონსი გააკეთა „დისქავერიმ“.

გამარჯვებისათვის ფელპსის შანსები ნაკლები აქვს: ამერიკელი წყალში 6 მილს/საათში (9,6 კმ/სთ) ავითარებს, თეთრი ზვიგენი კი 25 მილს/საათში (40,2 კმ/სთ).

ავსტრალიის ოკეანის დაცვის საზოგადოების წარმომადგენლის, ტუნი მატოს განცხადებით თეთრი ზვიგენი გაიმარჯვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ფელპსის და ზვიგენის შეჯიბრი ოლიმპიურ აუზში არ გაიმართება. ჩემი აზრით წყალში ადამიანის და იმ ცხოველის სიჩქარეს შეადარებენ, რომელიც მილიონი წლები ვითარდებოდა და წყლის გარემოსთან იდეალურად არის შეწყობილი“, - ამბობს მატო.

მაიკლ ფელპსი - ისტორიაში ერთადერთი 19 გზის ჩემპიონია ცურვაში.

თეთრი ზვიგენი - დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი მტაცებელი თევზია, რომელიც სიგრძეში შვიდ მეტრს აღწევს.