მნიშვნელოვანი სიახლეები
მაკარონებს ფორმის შეცვლა „ასწავლეს“ (+ვიდეო)

მაკარონებს ფორმის შეცვლა „ასწავლეს“ (+ვიდეო)

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ჟელატინისა და სახამებლისგან (პასტის საფუძველი) შექმნეს ფურცლები, რომლებიც წყალში ჩაშვებისას სხვადასხვა ფორმას იღებენ.

ფიზიკოსთა თქმით, მათი შრომის ნაყოფი უბრალოდ ახალი სიტყვა კულინარიაში არაა - ეს ასევე სურსათის ადგილზე მიტანის ხარჯების შემცირებაცაა.

„ჩვენ გავარკვიეთ, რომ რაც არ უნდა მჭიდროდ შეფუთო ყუთი, მასში მოცულობის 67% მაინც ჰაერს უკავია“, - ამბობს პროფესორი ვენ ვანგი, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიის თანამშრომელი და კვლევის თანაავტორია.

უნივერსიტეტის ლაბორატორიაში პროფესორმა ვანგმა და მისმა კოლეგა პროფესორმა ლინინგ იაომ სხვადასხვა მასალების ტენთან ურთიერთქმედება შეისწავლეს. ისინი გარკვეული სახის ბაქტერიებთან მუშაობდნენ, რომლებიც ტენის გავლენით ფორმას იცვლიდნენ.

მკვლევარებმა საკუთარ თავს კითხვა დაუსვეს: შეუძლიათ თუ არა საკვებ მასალებს წყალთან შეხებისას ფორმის ამგვარადვე შეცვლა? გუნდმა ჟელატინით  ექსპერიმენტები დაიწყო - იგი წყლის შთანთქმისას ფართოვდება.

ბანგმა და იაომ სხვადასხვა სიმკვრივის ჟელატინის ორფენიანი ფურცელი შექმნეს. ზედა ფენა უფრო მკვრივი იყო  და ამიტომ იგი უფრო  მეტ წყალს შთანთქავდა, ვიდრე ქვედა ფენა. ამიტომაც წყალში მოხვედრისას ზედა ფენა უფრო მეტად ფართოვდებოდა და გრეხდა ქვედა ფენას.