მნიშვნელოვანი სიახლეები
მალტაზე „ლაჟვარდის ფანჯარა“ ჩამოიქცა (+ვიდეო)

მალტაზე „ლაჟვარდის ფანჯარა“ ჩამოიქცა (+ვიდეო)

მალტაზე განთქმული „ლაჟვარდის ფანჯარა“, კუნძულ გოცოზე მდებარე  28 მეტრიანი ბუნებრივი თაღი ჩამოიქცა.  ამ ბუნებრივ ქმნილებას, რომელიც კუნძულის  ღირშესანიშანაობას წარმოადგენდა,  დიდი ხანი უწინასწარმეტყველებდნენ ამგვარ დასასრულს. ბოლო დროს თაღიდან კირქვის ლოდების ცვენამ  მოიმატა. საბედისწერო დღე კი 8 მარტს დადგა.

ამ პოპულარული თაღის ნახვა სერიალ „ტახტის თამაშებში“ და სხვა რამდენიმე ფილმში შეიძლება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცოტა ხნით ადრე გამაფრთხილებელი ფირნიშები დააყენა, მაგრამ ტურისტები ამას არ დაგიდევდნენ.

მალტის ტურიზმის მინისტრმა ედვარდ ზამიტ ლუისმა აღიარა, რომ „ლაჟვარდის ფანჯარა“ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ტურისტების მოზივბის საქმეში. მან იმავდროულად იმედი გამოთქვა, რომ ტურისტული ბიზნესი შეძლებს ამ დარტყმის გადატანას.