მნიშვნელოვანი სიახლეები
მარია მაგდალინელის სახე აღადგინეს (+ვიდეო)

მარია მაგდალინელის სახე აღადგინეს (+ვიდეო)

ვერსალის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა ფილიპ შარლიემ და კრიმინალისტმა ფილიპ ფროშმა ანტიკური ხანის ქალის გარეგნობა აღადგინეს. მისი თავის ქალა საფრანგეთის ქალაქ სენ-მაქსიმენ-ლა-სენტ-ბომში ინახებოდა. ეკლესიის მესვეურნი დარწმუნებულნი არიან, რომ იგი იესო ქრისტეს მიმდევარ მარიამ მაგდალინელს ეკუთვნის.

 პორტრეტის შესაქმნელად სარკოფაგში შუშის ქვეშ შემონახული თავის ქალას სხვადასხვა კუთხიდან 500-ზე მეტი ფოტო გადაუღეს. ამ ფოტოების მიხედვით სახის სამგანზომილებიანი კომპიუტერული მოდელი შექმნეს. როგორც აღმოჩნდა ქალს წვეტიანი ცხვირი. მაღალი ყვრიმალები და მრგვალი სახე ჰქონდა.

თავის ქალაზე თმებიც იყო შემორჩენილი (ისინი მუქი წაბლისფერები იყვნენ). მათზე თიხის კვალი იყო შემორჩენილი - თიხას ძველ დროში მკბენარის წინააღმდეგ იყენებდნენ. სახის კანი ხმელთაშუა ზღვის მცხოვრებთა დამახასიათებელი შეურჩიეს. ზოგიერთი მონაცემი - წონა და სახის გამომეტყველება ეს მეცნიერთა ფანტაზიის ნაყოფია.

 ფროშის სიტყვებით მუშაობაში ისინი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ შემუშავებულ მეთოდებს ეყრდნობოდნენ. ეს მეთოდები როგორც წესი დანაშაულობების გამოსაძიებლად  გამოიყენება.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ მათთვის სამუშაო „ეგზომ ემოციური იყო“, თუმცა ისინი „ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან“, რომ თავის ქალა წმინდანს ეკუთვნის.

  კათოლიკური ეკლესიის მიხედვით მარია მაგდალინელი თანამედროვე მარსელის მახლობლად გარდაიცვალა. აქ იგი ქადაგებით იყო დაკავებული. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ეს ლეგენდაა და მეტი არაფერი. იგი იმისათვის გამოიგონეს, რათა ქრისტეს თანამოაზრის ნეშთის XI საუკუნის ერთ-ერთ ფრანგულ მონასტერში ყოფნა აეხსნათ. მართლმადიდებელთა ვერსიით წმინდანი ქალაქ ეფესოში (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) გარდაიცვალა.