მნიშვნელოვანი სიახლეები
მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის საპატიო  ხარისხი მიიღო

მარკ ცუკერბერგმა ჰარვარდის საპატიო ხარისხი მიიღო

სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი ჰარვარდის უნივერსიტეტში დაბრუნდა. მას იურისპუდენციის საპატიო დოქტორის ხარისხი მიანიჭეს.

მსოფლიოში სიდიდით მეხუთე  ადგილზე მყოფი ქონების - 62 მილიარდი დოლარის მფლობელმა,  ჰარვარდში სწავლას Facebook-ის შექმნის შემდეგ მიანება.

თავის გამოსვლაში ცუკერბერგმა სტუდენტებს მოუწოდა „არა მხოლოდ ახალი სამუშაო ადგილები, არამედ ახალი იდეების შეგრძნებაც შექმნან“.

 დიპლომის გადაცემის ცერემონიალს ცუკერბერგის მშობლები და მეუღლე ესწრებოდნენ.

 პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ამგვარად ცუკერბერგი რაიმე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდეს.

 სამშაბათს ცუკერბერგმა კამპუსში, თავისი ყოფილი ოთახიდან ონლაინ-ტრანსლაციაც მოაწყო. „აქ იდგა ჩემი პატარა კომპიუტერი. აქ ვაპროგრამირებდი Facebook-ს“, - იხსენებდა ცუკერბერგი.

Facebook-ი 2004 წელს შეიქმნა როგორც ჰარვარდის სტუდენტების სოციალური ქსელი. ახლა „ფეისბუქს“ 2 მილიარდამდე ადამიანი იყენებს.