მნიშვნელოვანი სიახლეები
მართლაც დიდი სარდინა ყოფილა (+ვიდეო)

მართლაც დიდი სარდინა ყოფილა (+ვიდეო)

მარსელის მცხოვრებლებმა ბოლოს და ბოლოს მართლაც ნახეს სარდინა, რომელმაც ნავსადგურის შესასვლელი გადაკეტა. ქალაქში ჯერაც დადის ხუმრობა იმის თაობაზე, თუ ერთმა მარსელელმა როგორ დაინახა იმდენად დიდი სარდინა, რომ ნავსადგურში შემოსვლაზე გემებს ხელს უშლიდა. სინამდვილეში ეს რამდენიმე საუკუნის წინ მოხდა, როცა გემი სახელად „სარდინა“ პირდაპირ ფარვატერში ჩაიძირა.

ახლა ეს ვეშაპი აღმოჩნდა

15 მეტრიანმა ძუძუმწოვარა ძველ ნავსადგურში აღმოჩნდა, სადაც კატარღები და იახტები დგანან. იგი აშკარად გზააბნეული იყო. მაშველმა-მყვითავებმა ვეშაპი ზღვაში გააცილეს.

მეცნიერებმა ვერ შეძლეს ზუსტად დაედგინათ ვეშაპის სახეობა, მაგრამ სავარაუდოთ ეს ფინვალი უნდა ყოფილიყო - პლანეტის სიდიდით მეორე ცხოველი.