მნიშვნელოვანი სიახლეები
McDonald’s-ის ახალი გამოგონება (+ვიდეო)

McDonald’s-ის ახალი გამოგონება (+ვიდეო)

ახალი გაჯეტის გამომგონებლები ბურგერიდან გამოჟონილი   სოუსის ნარჩენის „მოგროვებას გვთავაზობენ.

„ჩვენთვის ეს არავის არ უთხოვია მაგრამ...“. „ჩვენთვის ეს არავის არ უთხოვია, მაგრამ ...“. McDonald’s -მა შექმნა ჩანგალი, რომელსაც კბილების ნაცვლად კარტოფილი ფრის ნაჭრები აქვს. მას სახელად Frork  უწოდეს. იგი ორი ინგლისური სიტყვის შეერთებით მიიღეს: fries  -კარტოფილი ფრი და fork - ჩანგალი.

მოწყობილობა ჩვეულებრივი პლასტმასის ჩანგალივით გამოიყურება, მაგრამ კბილები არ აქვს. მათ ადგილას კარტოფილი ფრის სამი ნაჭერი მაგრდება. ამგვარი ჩანგლით  სოუსის, ბეკონის ნაჭრების და სხვა ნარჩენების „მოგროვება“ შეიძლება.

Frork-ი ახალი სენდვიჩების „მხარდასაჭერად გამოუშვეს, რომლებიც ძალიან ბევრი შიგთავსით გამოირჩევიან. გაჯეტს ბურგერის შეძენისას უფასოდ აყოლებენ. რაც შეეხება „კბილებს“ - კარტოფილ ფრის, მისი შეძენა ცალკე მოგიწევთ.