მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერები მზეზე მძლავრ აფეთქებას წინასწარნეტყველებენ

მეცნიერები მზეზე მძლავრ აფეთქებას წინასწარნეტყველებენ

მეცნიერთა ვარაუდით მზეზე მძლავრი აფეთქებაა მოსალოდნელი, რომელიც მასშტაბურ კატასტროფებს გამოიწვევს.

ჰარვარდის უნივერსიტეტეის მეცნიერებმა მზეზე ამასწინ მომხდარი ცვლილებები გააანალიზეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომავალი მძლავრი აფეთქება უახლოეს ას წელიწადში მოხდება. ამასთან უახლოეს ათწლეულში მისი მოხდენის ალბათობა 12 %-ს შეადგენს.

მეცნიერთა აზრით ამ დროს გამოყოფილი ენერგია 1859 წლის ანომალიის ტოლფარდი იქნება. ამ დროს გეომაგნიტური ქარიშხალი წარმოიშვა, რომელსაც „კერინგტონის ოვლენა“ ეწოდა.

 მეცნიერების განცხადებით თუკი ამგვარი სიმძლავრის ბუნებრივი მოვლენა განმეორდა,  იგი მთელ დედამიწაზე ენერგოსისტემის დაზიანებას გამოიწვევს. ატომური ელექტროსადგურების გაციების სისტემები მწყობრიდან გამოვა, გაითიშება ინტერნეტი. ამას გარდა ეს მძლავრი აფეთქება ტექნოგენური ავარიების და მზის რადიაციის გაზრდის მაპროვოცირებელი იქნება, რასაც შესაძლოა ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვეს.