მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა აცტეკების განადგურების მიზეზი გაარკვიეს

მეცნიერებმა აცტეკების განადგურების მიზეზი გაარკვიეს

ცენტრალურ ამერიკაში ერნან კორტესის მეთაურობით კონკისტადორების გამოჩენის შემდეგ ამ ადგილებში მცხოვრებს ადგილობრივ მოსახლეობას ეპიდემიების ტალღამ გადაუარა.

მეცნიერთა აზრით აცტეკთა საზოგადოება ნაწლავური ინფექციების კატასტროფულ გავრცელებას შეეწირა. უძველეს ხალხს ეპიდემია ესპანელ დამპყრობთა მოსვლის შემდეგ დაემუქრა. მაშინ  მას cocoliztli-ს უწოდებდნენ (აცტეკურად -„ჭირი“) და 7-დან 18 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.

 მეცნიერებმა XVI საუკუნის შუა ხანებში  გარდაცვლილი ინდიელის კუჭში აღმოჩენილი ბაქტერიის დნმ-ის რეკონსტრუქციის შედეგები გამოაქვეყნეს. ამ ბაქტერიას 1540-იან წლებში ახალი სამყაროს ძირძველი მოსახლეობის 80% შეეწირა.

ასევე შეისწავლეს 29 ადამიანის კბილებიდან მიღებული დნმ, რომლებიც 1545-1550 წლებში მექსიკის მთიან მხარეში იყვნენ დაკრძალულები. როგორც გაირკვა მათგან 24 ადამიანი ეპიდემიის მსხვერპლი იყო.

ინდიელები ბაქტერია Salmonella enterica-მ გაანადგურა. საუბარია რამდენიმე შტამზე, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად Paratyphi C გვხვდება. ეს შტამი ჩვენს დროშიც არის ცნობილი. იგი ნაწლავურ ინფექციას იწვევს და ძირითადათ განვითარებადი ქვეყნების მოიახლეობაშია გავრცელებული. ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობა, სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში 10-15%-ს აღწევს.

 Paratyphi C ნორვეგიაში 300 წლით უფრო ადრე გაჩნდა,ვიდრე ლათინურამერიკაში. აქედან დასკვნა - ევროპელებმა სალმონელას სახეობის მიკროორგანიზმები ახალ სამყაროში „ჩაიტანეს“. ინდიელები ახალი დაავადების წინაშე იმუნიტეტის არარსებობის გამო სრულიად უძლურნი იყვნენ.

 იუკატანის სანაპიროზე გადმოსხდომისათვის (1519 წელი) ინდიელთა საერთო რიცხვი 25 მილიონს აღწევდა. საუკუნის შემდეგ ძირძველი მოსახლეობა ძლიერ შემცირდა - ზოგი მონაცემებით მილიონამდე დავიდა.