მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა ანტიკური თეატრების უნიკალური თვისებების შესახებ მითები შეამოწმეს (+ვიდეო)

მეცნიერებმა ანტიკური თეატრების უნიკალური თვისებების შესახებ მითები შეამოწმეს (+ვიდეო)

დავარდნილი მონეტის ხმა და სცენიდან  ჩურჩული, თურმე ყოველივე ამის მოსმენა  ანტიკური თეატრის ნებისმიერი წერტილიდან შეიძლებოდა. ასეთია ძველბერძნული კულტურული ნაგებობების შესახებ გავრცელებული მითები. მეცნიერებმა ამის შემოწმება გადაწყვიტეს.

 შესამოწმებლად ეპიდავროსში არსებული თეატრი აიღეს. იგი მსგავს ნაგებობებს შორის ყველაზე ძლიერაა შემორჩენილი. ეპიდავროსის თეატრი  ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IV საუკუნეშია აგებული და 14 000 ადამიანს იტევდა.

 ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოცენტ, კონსტანტინე ჰაკმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად თეატრის ტრიბუნებზე 12 სხვადასხვა ადგილას 20 მიკროფონი დადგეს, ხოლო სცენის ცენტრში ხმამაღლად მოლაპარაკე მოათევსეს და კიდევ ერთი სცენის ნაპირას.

 ორივე დინამიკიდან სხვადასხვა სიხშირეებზე ხუთი მიმართულებით ხმა ისმოდა. სულ 2400-მდე ჩანაწერი გაკეთდა. მკვლევართა გუნდმა ეს მონაცემები თეატრის სხვადასხვა კუთხეში მოსმენისათვის აუცილებელი ბგერის სიმძლავრის გასაანგარიშებლად გამოიყენა.

 შემდეგ მეცნიერებმა ბგერის ლაბორატორიული ჩანაწერის სერია გააკეთეს, მათ შორის იყო მონეტის დავარდნა, ქაღალდის გახევა და ადამიანის ჩურჩული და ეს ხმები ააჟღერეს.  ექსპერიმენტის დროს ბგერის ხმას მანამდე ადაბლებდნენ სანამ მისი გარჩევა ფონის ხმაურისგან ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. ლაბორატორიაში და სცენაზე მიღებული შედეგები ერთმანეთს შეუდარეს.

 როგორც გაირკვა, თუკი მონეტის დავარდნის და ქაღალდის გახევის ხმა თეატრის ყველა კუთხეში ისმოდა, ადამიანის ჩურჩული მხოლოდ პირველი რიგის მაყურებლებს შეეძლოთ გაეგოთ. ასე რომ მსახიობებს საკმაოდ ხმამაღლა უნდა ელაპარაკათ, რათა ბოლო რიგებში მაყურებელს ნათქვამი გაეგო.

 მეცნიერთა აზრით  ანტრიკური თეატრების აკუსტიკის შესახებ მითები მათზე პოპულარული წარმოდგენის შედეგია. თუმცა არაა გამორიცხული, რომ ძველ დროში რაიმე აკუსტიკური გამაძლიერებელი არსებობდა, რომელმაც ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია.