მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა ჭაღარას გაჩენის მიზეზი გაარკვიეს

მეცნიერებმა ჭაღარას გაჩენის მიზეზი გაარკვიეს

ტექსასის უნივერსიტეტის სამხრეთ-დასავლეთის სამედიცინო ცენტრის მეცნიერები თაგვებში ავთვისებიანი სიმსივნის ფორმირებას შეისწავლიდნენ, როცა აღმოაჩინეს უჯრედები, რომლებიც თმების ზრდასა და შეფერილობაზე არიან პასუხისმგებლები.

თმების პიგმენტაციაზე ღეროვანი უჯრედების ფაქტორი (ანუ SCF) ახდენს გავლენას. თუკი ისინი  გაქრებიან, თმები ფერს დაკარგავენ.

SCF-ის გავლენა თმების პიგმენტაციის საკითხში ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მეცნიერებმა არ იცოდნენ თუ თმის ფოლიკულების რომელი უჯრედები გამოიმუშავებდნენ მათ. თუკი თმის ძირში საკმარისადაა აქტიური SCF-ის მქონე უჯრედები, მაშინ ისინი თმის ღერის გაყოლებით ზემოთ მიემართებიან, ურთიერთქმედებენ თმის პიგმენტაციაზე პასუხისმგებელ უჯრედებთან და თმა ფერს იძენს.

 მეცნიერთა აღმოჩენის შედეგად მომავალში შესაძლოა შეიქმნას შენაერთი, რომელიც თმის ფოლიკულებში SCF-ს მიიტანდა და ამით „კოსმეტიკურ“ პრობლემას გამოასწორებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მალე კაცობრიობა ჭაღარას „უმკურნალებს“ და თმის შეღებვა საჭირო აღარ გახდება.