მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერებმა შუა საუკუნეებში მწყემსების მიერ მოკლული დრაკონის საიდუმლო ამოხსნეს

მეცნიერებმა შუა საუკუნეებში მწყემსების მიერ მოკლული დრაკონის საიდუმლო ამოხსნეს

შუა საუკუნეების და რენესანსის დროის სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირად გვხვდება დრაკონების აღწერა, რომელიც იმ ეპოქის მოსახლეობას ვითომდა რეალურად შეხვდა. ამერიკლემა მეცნიერებმა გადაწყვიტეს სერიოზულად გაერკვიათ ერთ-ერთი ამგვარი დრაკონის ბედი, რომელიც დაწვრილებით არის აღწერილი XVI საუკუნის იტალიელი მეცნიერების მიერ.

ეს ურჩხული ისტორიკოსთა სიტყვებით 1572 წელს ბოლონიის ახლოს მწყემსებმა მოკლეს. იტალიელმა ნატურალისტმა ულისე ალდროვანდიმ(1522–1605) ენტომოლოგმა, ზოოლოგმა, ექიმმა, ევროპაში ერთ-ერთი პირველი ბოტანიკური ბაღის დამაარსებელმა - იყიდა ურჩხული და იგი თავის მუზეუმში გამოფინა.

ამერიკელმა პროფესიონალმა ზოოლოგებმა  მაშინვე შეამჩნიეს, რომ ურჩხულის თავი მხოლოდ გველის შეიძლება ყოფილიყო. ვიწრო და ბოლოში გაყოფილი ენა მხოლოდ გველებს და ზოგიერთ ხვლიკს გააჩნია. მაგრამ მუცელზე ქერცლები მხოლოდ გველებს აქვთ. რაც შეეხება ნათელი ფერის „საყელოს“ იგი აშკარად ანკარაზე (Natrix natrix) მიგვითითებს. ანკარასთვის დამახასიათებელი ფერის უქონლობა ალბათ სიკვდილისგანაა გამოწვეული, მწყემსებმა ურჩხული ხომ თავში ჯოხის დარტყმით მოკლეს.

ალდროვანდი არსების სიგრძედ ორ რომაულ წყრთას, ხოლო დიამეტრს ორი თითის სისქეს ასახელებს. თუკი ჩვენს განზომილებაში გადავიყვანთ მაშინ შესაბამისად 87,4 და 4,3 სანტიმეტრს მივიღებს. თვალების ყვითელი ფერი და წვეტიანი  კბილების უქონლობაც ასევე ანკარაზე მიგვანიშნებს.

 დრაკონის შუა ტანი გასქელებულია და სულაც არ ჰგავს გველისას. ამასთან ტაქსიდერმისტმა ამ ეფექტის მისაღებად რაღაც ჩატენა გველის მუცელში, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. საქმე იმაშია, რომ სხეულის შუა ნაწილში სხვა არსების ფართო ტანია მიკერებული. ამაზე მიგვითითებს მონსტრის ზურგზე ქერცლის სახეცვლილება: იგი უფრო დიდია და მომწვანო ფერისაა, ვიდრე კისერსა და კუდზე, მეცნიერთა აზრით, ტანის ქვედა ნაწილისათვის ხელი არ უხლიათ და იგი ანკარისა დატოვეს, აი ზედა ნაწილი კი რომელიღაც თევზისა აიღეს: ორაგულის ანდა ქარიყლაპიასი. ამასთან თევზის ტანს წინასწარ ზურგის ფარფლი მოაშორეს.

 დარჩა „დრაკონის“ თათები. თვითოეულ კიდურზე ოთხი უკლანჭო თითი ჩანს. ეს თათები არ შეიძლება ხვლიკებს ეკუთვნოდეთ (ევროპულ ხვლიკებს ან ხუთი ანდა სამი თითი აქვთ). აი ჩვეულებრივი გომბეშოს თათები სწორედ  მისწრებაა. მით უფრო, რომ გომბეშოს თათებზე არსებული ხორკლები ადვილად შეიძლება ქერცლად გაასაღო.

 რაც მთავარია ზოგი არაპირდაპირი ნიშნის მიხედვით ალდროვანდიმ იცოდა, რომ მის წინ ნაყალბევი იყო და ამის შესახებ ტექსტში უამრავი მინიშნებაა. მაგრამ თანამედროვე მკვლევარების აზრით მას არ შეეძლო „დრაკონისათვის“ პირდაპირ ეწოდებინა ნაყალბევი - ამის უფლებას მას პოლიტიკური ვითარება არ აძლევდა. საქმე იმაშია, რომ ახალი პაპი გრიგოლ XIII წარმოშობით ბოლონიიდან იყო. სწორედ მისი არჩევის დღეს იპოვნეს მონსტრი.

მაშინდელ ევროპაში ურჩხულები ბოროტების სიმბოლოდ ითვლებოდა და დრაკონი ცრუმორწმუნე იტალიელებს ცუდ წინასწარმეტყველებად უნდა მიეჩნიათ. სავარაუდოთ ალდროვანდი პაპის მოწინააღმდეგეების განაწყენებას მოერიდა და იმავდროულად თავის წიგნში მინიშნებებიც დატოვა, რათა გულუბრყვილო ხალხს შარლატანებისათვის თავის მოტყუების უფლება არ მიეცათ.