მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერთა აზრით სტრადივარიუსის ვიოლინო არცთუ ისე კარგი ჟღერადობისაა

მეცნიერთა აზრით სტრადივარიუსის ვიოლინო არცთუ ისე კარგი ჟღერადობისაა

ითვლება, რომ ანტონიო სტრადივარიუსის ყოველ ვიოლინოს განუმეორებელი ჟღერადობა და თავისი ისტორია აქვს. მაგრამ თანამედროვე მსმენელისათვის ამ ვიოლინოებზე შესრულებული მელოდიები არცთუ ისე მომხიბლავი აღმოჩნდა.

ფრანგმა და ამერიკელმა მეცნიერებმა სტრადივარიუსის სამი ვიოლინო და ბოლო ათწლეულში შექმნილი სამი ვიოლინო დატესტეს. მკვლევარებმა ამისათვის 137 მსმენელი და ორკესტრი მოიწვიეს. ტესტები ორ დარბაზში ტარდებოდა - პარიზის და ნიუ-იორკის.

იტალიელი ოსტატის ვიოლინოები ჟღერდა როგორც ორკესტრის თანხლებით, ისე სოლო შესრულებით. როგორც აღმოჩნდა სტრადივარიუსის ვიოლინო არც ისე კარგად ჟღერდა. მსმენელიც და შემსრულებელიც უპირატესობას თანამედროვე ვიოლინოებს ანიჭებდნენ. ამასთან თანამედროვე ვიოლინოებმა შემოწმება „ბრმად“ გაიარეს: მუსიკოსებმა ვიოლინოს წარმომავლობა არ იცოდნენ.

1800-იანი წლების დასაწყისიდან ცნობილი მუსიკოსები სტრადივარიუსის ვიოლინოებზე უკრავდნენ და ეს ისტორიული ფაქტი ხშირად ინსტრუმენტის ხარისხის მაჩვენებლად აღიქმებოდა.

მაგრამ თანამედროვე ოსტატებმა ინსტრუმენტების დამზადების ძველ და ახალ სკოლებს შორის „გარღვევა“ შეავსეს და ამიტომ მათი ინსტრუმენტები არაფრით ჩამოუვარდებიან ძველი ოსტატების ნამუშევრებს.

ანტონიო სტრადივარიუსმა 92 წლის მანძილზე 600-ზე მეტი ინსტრუმენტი შექმნა. ამათგან 512 ვიოლინო იყო. როგორც თვლიან მისი საუკეთესო ინსტრუმენტები 1698-1725 წლებში (ყველაზე უკეთესები - 1715 წელს) შეიქმნა.

იტალიელი ოსტატის ვიოლინოების ფასი რამდენიმე მილიონ დოლარამდე აღწევს. მათი ფასი არა მარტო ფიზიკური მდგომარეობით, არამედ დამზადების პერიოდითაც განისაზღვრება.