მნიშვნელოვანი სიახლეები
მეცნიერთა განმარტებით ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ ლუდი და ლიმონათი არ გაფუჭდება

მეცნიერთა განმარტებით ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ ლუდი და ლიმონათი არ გაფუჭდება

როცა ბირთვული ბომბი აფეთქდება, მისი დამანგრეველი მოქმედება უსაშინლესი იქნება, მაგრამ  არსებობს რაღაც, რასაც იგი ვერ დააზიანებს.

 ფიქრობენ, რომ დიდი შანსია ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები წყურვილს ლუდით და გაზიანი სასმელებით მოიკლავენ.

 1945-დან 1960-იან წლებამდე  აშშ-ს ხელისუფლებამ  ნევადას უდაბნოში ბირთვული იარაღის რამდენიმე გამოცდა მოაწყო. მარტო ოპერაცია Teapot-ი 1955 წელს 14 აფეთქებას გულისხმობდა. ამ დროს მკვლევარებმა სხვადასხვა თუნუქისა და მინის ტარა გამოსცადეს. ისინი მათ აფეთქების ეპიცენტრიდან სხვადასხვა მანძილზე განალაგეს.

ექსპერიმენტების  შედეგები 1957 წელს ნაშრომში სახელად „ბირთვული აფეთქებების გავლენა კომერციულად შეფუთული სასმელებზე“ გამოქვეყნდა. 1956 წელს ორი ბომბი ააფეთქეს: ერთი კილოტონის და მეორე 30 კილოტონის სიმძლავრის. ქილებისა და ბოთლების ნაწილი მიწაში ჩაფლეს , ნაწილი კი ზედაპირზე დადეს. ერთი კონტეინერი საერთოდ აფეთქების ეპიცენტრიდან  300 მეტრზე მდებარეობდა.

აფეთქებების შედეგად  გაირკვა, რომ ლუდმა და სხვა სასმელებმა გემოც კი არ შეიცვალეს და გამოსაყენებლად ვარგისები დარჩნენ, თუმცა ეპიცენტრთან ახლოს მდებარე ბოთლები ოდნავ რადიაქტიულები აღმოჩნდნენ. მკვლევართა აზრით ამგვარი ლუდის დალევა, თუნდაც საგანგებო ვითარებაში სავსებით შესაძლებელია.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბირთვული აფეთქების შემდეგ ლუდის ძებნა დაიწყოთ. ჯერ საიმედო თავშესაფრის მოძებნაა საჭირო, რათა  რადიოაქტიური ნალექებისგან თავი დაიცვათ, ხოლო ლუდი უკვე შემდეგ.