მნიშვნელოვანი სიახლეები
Megasus: ისტორიაში პირველი მოსახსნელი ნალები ცხენისათვის (ვიდეო)

Megasus: ისტორიაში პირველი მოსახსნელი ნალები ცხენისათვის (ვიდეო)

ნალი ეს ცხენის ფლოქვების დამცავი მოწყობილობაა, რომელიც მას დაზიანებისა და ცვეთისგან იცავს - მით უფრო მაგარ ზედაპირზე და დიდი დატვირთვით  მუშაობისას. ცხენების დაჭედვა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის III საუკუნეში დაიწყეს და მას შემდეგ ზოგადი პრინციპები არ შეცვლილა. ლითონის ნალი, მჭედელი, ლურსმნები - ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს.

Megasus Horserunners ეს XXI საუკუნის ნალების პროექტია. მათ ნალებსაც ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ისინი მსუბუქია, მოსახსნელია და ლურსმნებს საერთოდ არ საჭიროებს. ნალები ჩლიქზე სპეციალური კლიპსებით მაგრდება. ნალების აბრაზიული ზედაპირი ჩლიქს ნებისმიერ ზედაპირზე მოჭიდების საშუალებას აძლევს.

არის კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება. საქმე იმაშია, რომ ცხენის ჩლიქი არცთუ ისე მაგარია, როგორც გვგონია. თუკი ჩლიქის ერთი მხარე ქვაზეა, მაშინ ჩლიქი იღუნება. დონეების სხვაობამ შეიძლება 4 მმ-ს მიაღწიოს. ჩლიქის ეს ბუნებრივი ელასტიურობა ცხენს კომფორტულად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ხისტი ლითონის ნალი კი ამ თვისებას აუქმებს და ფეხის წამოკვრის ან მოტეხვის საფრთხეს ზრდის. Megasus დრეკადობის გარკვეული დონე გააჩნია და ამიტომ იგი ფლოქვის გაღუნვას ხელს არ უშლის.

 Megasusპირველი ნალები გაყიდვაში 2017 წლის ბოლომდე გამოჩნდება.