მნიშვნელოვანი სიახლეები
მექსიკაში გვალვამ ჩაძირული ტაძარი გამოაჩინა

მექსიკაში გვალვამ ჩაძირული ტაძარი გამოაჩინა

მექსიკის შტატ ჩიაპასში, გასული საუკუნის 60-იან წლებში ჩაძირული ტაძარი წელს წყლიდან თითქმის თვეზე ადრე გამოჩნდა.

მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი XVI საუკუნეში ააგეს. 1962 წელს მექსიკის ხელისუფლებამ რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით კაშხალი ააგო, რის გამოც ტაძარი წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

მაგრამ გლობალური დათბობის გამო ტაძარი წყლიდან ყოველწლიურად კვლავ ამოიმართება. გვალვების გამო წყალი წყალსაცავის მოცულობის მხოლოდ 16%-ს ავსებს. ამის გამო ტაძარის დანახვა თითქმის მთლიანად შეიძლება.

 როგორც წესი ტაძარი წყლიდან  მარტის დასაწყისში ჩნდებოდა, მაგრამ წელს მისი დანახვა უკვე თებერვლიდან შეიძლებოდა. ეს რეგიონში წყლის ძლიერ კრიზისზე მიუთითებს.

ათწლეულების განმავლობაში ჩაძირული ტაძარი თითქმის ხელუხლებლად გამოიყურება. უპილოტოს დახმარებით გადაღებული კადრებიდან კარგად ჩანს რომ ქვის სტრუქტურა წყლის ზემოქმედებით თითქმის არ დაზიანებულა.