მნიშვნელოვანი სიახლეები
მფრინავმა ავტომობილმა ლა-მანშს გადაუფრინა(+ვიდეო)

მფრინავმა ავტომობილმა ლა-მანშს გადაუფრინა(+ვიდეო)

 ფრანგმა პილოტმა ბრუნო ვეცოლიმ საფრანგეთიდან ინგლისამდე მფრინავი ავტომობილ Pégase-თ იფრინა.

საფრენი აპარატი სახელად Pégase-ი ბაგისა და პარაპლანის ჰიბრიდს წარმოადგენს. მას ორი ძრავა აქვს, რომელთაგან ერთი ბორბლებს აბრუნებს, მეორე კი საჰაერო ხრახნს. ამგვარად Pégaseროგორც ხმელეთზე, ისე ჰაერშიც გადაადგილდება.

მარტივ ავტომობილს ფრანგული კომპანია Vaylon-ი უშვებს. ბრუნო ვეცოლი ფრანგულ ქალაქ კალეს ახლოს მდებარე აეროდრომიდან აფრინდა და ბრიტანეთის ქალაქ დუვრთან დაეშვა. Pégase-ის ფრენა თითქმის 3 კილომეტრის სიმაღლეზე  70 კმ/სთ სიჩქარით მიმდინარეობდა