მნიშვნელოვანი სიახლეები
მგლებმა პარიზის გარეუბანს მიაღწიეს

მგლებმა პარიზის გარეუბანს მიაღწიეს

პარიზის სამხრეთი გარეუბნი სმცხოვრებლები სულ უფრო ხშირად იღვიძებენ მგლების ყმუილისგან. ღამის საათებში ესოდენ არასასიამოვნო გაღვიძება ცხოველთა დაცვის ფრანგული ორგანიზაციების დამსახურებაა, რომელთა მეშვეობით მტაცებლების პოპულაცია საკმაოდ გაიზარდა.

 საფრანგეთის დედაქალაქისათვის აქამდე მხოლოდ ქალაქის მელიები იყო დამახასიათებელი. ბოლო წლებში კი პერიზელებს უფრო სერიოზულ მტაცებლებთან - მგლებთან აქვთ საქმე.

 მრავალი ასეული წლები მგლები საფრანგეთის ალპებში და ცენტრალურ მასივში ბინადრობდნენ, მაგრამ 1930-იანი წლებისათვის მათი პოპულაცია ნადირობის გამო ძლიერ შემცირდა. შემდგომ სპეციალური ორგანიზაციების ხელშეწყობით მტაცებლების რიცხვმა მატება იწყო და მალე ისინი მთელს საფრანგეთში გავრცელდნენ. ახლა ისინი უკვე პარიზთან არიან.

გასულ წელს მარტოხელ ამგელი პარიზიდან 320 კილომეტრში შეამჩნიეს. ექსპერტების ვარაუდით მტაცებელი დღეში 400 კილომეტრამდე მანძილს ფარავდა და ყურადღებას არ აქცევდა არც გზატკეცილებს და სარკინიგზო მაგისტრალებს. ახლახანს კი მგლების „სერენადები“ უკვე პარიზის გარეუბნების მცხოვრებლებს ესმით.

 ერთ-ერთი ექსპერტის, მანუელ ალტმანის განცხადებით ამ სახეობის მგლებს ოთხფეხებზე ნადირობა უფრო ეადვილებათ: გასულ თვეში პარიზის მახლობლად, რამბუიეს ტყეში ორი ირმის მძორი აღმოაჩინეს, რომელთაც შიგნეული ჰქონდათ გამოჭმული - ეს მგლების „ქეიფის“ კვალი იყო. მტაცებლების მიერ დატოვებული კვალის მიხედვით მათთვის არავის უსვრია და არც ზიანი მიუყენებიათ. ასე რომ ისინი დღესაც სადღაც ტყეში დაძრწიან.

 თუმცა ალტმანი მაინც აიმედებს პარიზელებს: მგლები ადამიანებს თავის მენიუს ძირითად ნაწილად არ განიხილავენ.