მნიშვნელოვანი სიახლეები
მოლოდინი დასრულდა! Apple-მა სიახლეები წარმოადგინა (+ვიდეო)

მოლოდინი დასრულდა! Apple-მა სიახლეები წარმოადგინა (+ვიდეო)

მორიგი პრეზენტაციის ფარგლებში , რომელსაც ტრადიციულად იდუმალების საფარველი ეფარა, „ვაშლის“ პროდუქციის ფანატებს ტიმ კუკის კომპანიამ მთელი რიგი სიახლეები წარუდგინა, რომელთა შორისაა - „ჭკვიანი საათის“ ახალი თაობა Apple Watch Series 3 და დიდი ხნის ნანატრი სმარტფონები iPhone 8, 8 Plus და iPhone X – იგივემე-10, საიუბილეო, რომელიც ამ სერიის პირველი ტელეფონის გამოშვებას მიეძღვნა.

Apple Watch-ი შეიძლება პირდაპირ ფიჭური კავშირისათვის გამოიყენო, ანუ ილაპარაკო პირდაპირ „საათში“. ასევე მე-3 სერიას პროცესორი 70%-ით უფრო მძლავრი აქვს და მუსიკის მოსმენა Apple Music-ით შეიძლება.Series 3-ის ფასი ფიჭური კავშირით 399 დოლარი და მის გარეშე 329 დოლარი.

iPhone 8 და iPhone 8 Plus სამ ფერიანი მოდიფიკაციით გამოვა - ვერცხლისფერი, ასფალტის და „ვარდისფერი ოქროში“. iPhone 8-ის  ეკრანის ზომა 4,7 ინჩი, ხოლო „პლიუსიანი ვერსიის“ – 5,7 ინჩი. მერხსიერება 64 გიგაბაიტი და  256 გიგაბაიტი,

 iPhone X-ის მთავარი სიახლე - ტექნოლოგია Face ID, რომელიც მფლობელს სახეზე ცნობს. iPhone X-ის დისპლეი თითქმის მის მთელ წინა პანელს იკავებს. ეკრანის ზომა 5,8 ინჩია. ტელეფონის კორპუსი მინისაა. ღილაკი „სახლში“ რომელიც ყველა წინა მოდელს გააჩნდა, „ვირტუალური“ გახდა, სმარტფონი ორ ფერად გამოვა - ვერცხლისფერი და „კოსმოსური ნაცრისფერი“.