მნიშვნელოვანი სიახლეები
მოშუშული ქურციკი ბულიონსა და ნიორში: გასინჯავდი 3700 წლის წინანდელი ბაბილონური ელიტის კერძებს?

მოშუშული ქურციკი ბულიონსა და ნიორში: გასინჯავდი 3700 წლის წინანდელი ბაბილონური ელიტის კერძებს?

„გასაოცარი სიმდიდრის სამზარეულო, მოხდენილი, დეტალური და არტისტული რაც  მოულოდნელია ასე ადრეული პერიოდისთვის,“ ასე აღწერს ფრანგი ასირიოლოგი და გურმანი ჯან ბოტორო თავის წიგნში, აქადურ რეცეპტებს, რომლებიც ძველი თიხის ფირფიტების გაშიფრვით დაადგინეს.

ჩინებული კულინარიის დასაწყისი

მიიჩნევა, რომ კულინარია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ადამიანმა ცეცხლის გაჩენა ისწავლა. ეს პრეისტორიულ დროს მოხვდა, მაგრამ რეცეპტების ჩაწერა ადამიანებმა მოგვიანებით დაიწყეს. მსოფლიოში შუამდინარეთიდან უძველესი კულინარიული ჩანაწერები მოიპოვება, მას დღეს იალეს კულინარიულ თიხის ფირფიტებს ეძახიან. ესაა სამი თიხის ფირფიტა და იალეს ბაბილონიურ კოლექციაში ინახება. მასში წერია 25 სხვადასხვა საჭმლის რეცეპტი.

იალეს კულინარიული ჩანაწერების წარმომავლობა უცნობია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ის შუა ძველი ბაბილონიური პერიოდისაა, ანუ დახლოებით ძვ.წ.ა. 1700 წლის პერიოდისთვის და სავარაუდოდ სამხრეთ შუამდინარეთიდანაა.

ბაბილონიელი მეფის შესაფერისი?

უძველესი კულინარიული ჩანაწერები შეიცავს 21 ხორცის და 4 ვეგეტარიანული საჭმლის რეცეპტს. თითქმის ყველაში შედის ცხოველის და ფრინველის ხორცი, ბოსტნეული, მოხარშული მარცვლეული ან მისი ნახარში, რასაც თან არომატს სძენს ხახვი, ნიორი და პრასი.

„სხვადასხვა მომზადების ტექნიკა იყო ცნობილი და მრავალი მწვანილეულობა და სუნელები გამოიყენებოდა საჭმლის მომზადებისთვის“, წერს სილვია კარტერი. „საჭმლის მორთულობა და შესახედაობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მასზე დეტალური აღწერა გვხდება რეცეპტებში“.

შეკაზმული ირმის, ქურციკის, ცხვრის და ბატკნის ხორცი

იალეს კულინარიულ თიხის ფირფიტების მიხედვით შუამდინარეთში მრავალი სახის ინგრედიენტის შოვნის საშუალება იყო. მაგალითად ისეთი ცხოველების ხორცი, როგორიცაა ირემი, ქურციკი, ცხვარი, ფრინველის და ბატკანი.

ერთ-ერთი რეცეპტი თანამედროვე გურმანს მიუტანეს. ინგრედიენტებში შედიოდა მტრედის ხორცი, წყალი, ცხიმი, ძმარი, ბურღულეული, პრასი, ნიორი, წითელი ხახვი, ტიტას ბოლქვი, იოგურტი ან არაჟანი სხვადასხვა მწვანილეულობასთან ერთად. ამ ინგრედიენტების გამოყენება ინტერპრეტაციით მოხდა.

სამზარეულო ელიტისთვის

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იალეს კულინარიულ თიხის ფირფიტებში აღწერილი რეცეპტები სავარაუდოდ არ იყო რიგითი მაცხოვრებლის საჭმელი და არც ყოველდღიულად იჭმეოდა. საჭმლის ინგრედიენტების შოვნა არ უნდა ყოფილიყო ასე მარტივი ჩვეულებრივი ხალხისთვის. ბევრი მათგანი გულმოდგინე დამუშავებას მოითხოვს. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ დღესასწაულების დროს ისინი მაღალი ელიტის საკვები ყოფილიყო.

ვისთვის ჩაიწერა რეცეპტები?

მეორე კითხვა, რომელიც კულინარიული ჩანაწერების კითხვისას უჩნდებათ მეცნიერებს, არის თუ ვისთვის გამოიყენებოდა ის. უძველეს შუამდინარეთში მზარეულები მოსახლეობის უმეტესობის მსგავსად წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი იყვნენ. ამ თიხის ფირფიტების დანიშნულება დღემდე საიდუმლოდ რჩება. ასევე აღსანიშნავია, რომ უძველესი შუამდინარეთის კულინარიას, როგორც ჩანს გავლენა უნდა მოეხდინა მახლობელი რეგიონების ხალხებზე.