მნიშვნელოვანი სიახლეები
მშობიარობის ტკივილებს სტუდენტმა ანესთეზიოლოგმა მხოლოდ 20 წამს გაუძლო (+ვიდეო)

მშობიარობის ტკივილებს სტუდენტმა ანესთეზიოლოგმა მხოლოდ 20 წამს გაუძლო (+ვიდეო)

აშშ-ს ლინკოლნის მემორიალის უნივერსიტეტის სტუდენტმა ჯონ იუეიდმა გადაწყვიტა მშობიარობის ტკივილების სიმულატორი საკუთარ თავზე გამოეცადა. მიუხედავად მამაცობისა და შემართებისა სტუდენტს გამძლეობა მხოლოდ 20 წამს ეყო, რის შემდეგაც მან სიმულატორის გამორთვა მოითხოვა.

ჯონი უეიდი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი და მომავალი ანესთეზიოლოგია. როგორც მან აღიარა, მას სპორტის ექსტრემალური სახეობები იტაცებს და ამიტომ ტკივილი ბევრჯერ გამოუცდია, მაგრამ ექსპერიმენტის ამგვარ შედეგებს არ ელოდა.ჯონი უეიდი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი და მომავალი ანესთეზიოლოგია. როგორც სტუდენტმა აღიარა, მას ექსტრემალური სპორტი იტაცებს და ტკივილი ხშირად გამოუცდია.

„ჩემის აზრით ეს სიმულატორი ყველა გრძნობას სრულად ვერ გადმოსცემს, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ზედაპირული ტკივილი იყო, თითქოს კუნთები მისკდებოდა. რეალურად იგი კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს“, - ჰყვება თავის შეგრძნებებზე უეიდი.

იმისათვის, რომ ექსპერიმენტი შეწყვეტილიყო, სტუდენტს წინასწარ შეთანხმებული სიტყვა „ანანასი“ უნდა ეთქვა. ტკივილის გამო ჯონიმ ეს სიტყვა ძლივს წარმოსთქვა.

სამშობიარო ტკივილების სიმულატორი ერთი მიზნით შეიქმნა - რათა მამაკაცებს მშობიარობის დროს ქალების გრძნობები თავის თავზე გამოეცადათ. ხელსაწყოს გადამწოდები მუცელზე მაგრდება და ელექტრულ იმპულსებს გადასცემს. სიმულატორს ტკივილის 12 დონე აქვს.  ჯონ უეიდმა მხოლოდ მე-10 დონე გამოსცადა.