მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად ბრიტანული სოფლის პაბი აღიარეს

მსოფლიოს საუკეთესო რესტორნად ბრიტანული სოფლის პაბი აღიარეს

ბრიტანული სოფლის პაბი მოგზაურთა რესურს TripAdvisor-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო რესტორანი გახდა. გამარჯვებული საიტზე უკანასკნელი წლის მილიონობით გამოხმაურებებით გამოვლინდა.

ბრიტანული რესტორანი 2012 წელს პრემიის დაარსების შემდეგ პირველად გახდა გამარჯვებული.

პაბ Black Swan-ს („შავი გედი“) უკვე აქვს მიშლენის ერთი ვარსკვლავი და AA Rosette-ს ოთხი პრესტიჟული ჯილდო. იგი ჩრდილო იორკშირის ქალაქ ოლდსტენში მდებარეობს და საოჯახო რესტორანს წარმოადგენს.

მისი მმართველი შეფ-მზარეული ტომი ბენქსია, რომელიც ოთხი წლის წინათ „მიშლენის“ ვარსკვლავის ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა  მფლოველი გახდა. მან რესტორანი ძმასთან - ჯეიმსთან ერთად დააფუძნა.

 

 TripAdvisor-ის რესტორნების რეიტინგი

1 Black Swan, ოლდსტედი , ბრიტანეთი

2 Belmond Le Manoir aux Quat'Saisons, გრეით მილტონი, ბრიტანეთი

3 Maison Lameloise, შანი, საფრანგეთი

4 L'Auberge de l'Ill, ილიაეზერნი, საფრანგეთი

5 Martin Berasategui, ლასარტე, ესპანეთი

6 Daniel, ნიუ-იორკი, აშშ  

7 La Colombe, კონსტანტინი, სამხრეთ აფრიკა

8 David's Kitchen, ჩიანგმეი, ტაილანდი

9 Maido, ლიმა, პერუ

10 El Celler de Can Roca, ჟირონა, ესპანეთი