მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში პირველი ფერმა ადამიანების გარეშე

მსოფლიოში პირველი ფერმა ადამიანების გარეშე

კიოტოში მთლიანად რობოტიზირებული ფერმა იხსნება: იქ სალათს რობოტები ადამიანების ჩარევის გარეშე მოიყვანენ.

კომპანია Spread სალათის მოყვანით არის ცნობილი - ეს მწვანე ბოსტნეული საკმაოდ პოპულარულია იაპონიაში. კომპანიის ახალი პროექტი რობოტიზირებული ფერმა „ბოსტნეულის ფაბრიკაა“. იგი დღეში 30 ათას თავ სალათას აწარმოებს. მთელი საწარმოო პროცესი ადამიანების გარეშე წარიმართება.

სამრეწველო რობოტები დათესავენ და მორწყავენ სალათს. ადამიანი მხოლოდ მაშინ ჩაერევა, როცა სათბურში დაყენებული გადამწოდები საწარმოო პროცესის დარღვევას დააფიქსირებენ.

„ბოსტნეულის ფაბრიკა“ ვერტიკალური ფერმის პრიმციპით იქნება მოწყობილი. ასეთ ფერმებში ბოსტნეული მნათდიოთური განათებით რამდენიმე სართულად იზრდება.