მნიშვნელოვანი სიახლეები
მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმცლელის საბურავის აფეთქება (+ვიდეო)

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმცლელის საბურავის აფეთქება (+ვიდეო)

კემეროვოს ოლქში თვითმხილველმა სარკინიგზო გადასასვლელზე უნიკალური კადრები გადაიღო: БелАЗа-75710-ს მოულოდნელად საბურავი აუფეთქდა და დაეწვა.

БелАЗа-75710, რომლის ტვირთამწეობა 450 ტონას უდრის, მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმცლელად არის აღიარებული. როგორც ამერიკელები ხუმრობენ, ის იმდენად დიდია,რომ მის სახელწოდებაში ციფრები 75710 - ეს საფოსტო ინდექსია, რომელიც მას პერსონალურად მიანიჭეს. თვითმცლელის  სიგრძე 20600 მილიმეტრია, სიგანე - 9750 მმ, სიმაღლე - 8170 მმ.

 თვითმცლელი 360 ტონას იწონის. მას დიზელ-ელექტრული ძალოვანი დანადგარი აქვს, რომელიც ორი 2330 ცხენისძალიანი დიზელი, ელექტროგენერატორის და მოტორ-ბორბლებისგან შედგება. ვიდეოზე თვითმცლელი სპეციალური გამწეს ყავს ბუქსირზე ჩაბმული.

როგორც ჩანს რკინიგზის გადასასვლელზე БелАЗа-75710  ძარით მაღალი ძაბვის სადენს შეეხო, რამაც ფეიერვერქიანი კატასტროფა, ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. საბედნიეროდ ხანძარს და აფეთქებას ადამიანის მსხვერპლი არ მოჰყოლია.