მნიშვნელოვანი სიახლეები
ნაკლები სექსი ურთიერთობას ამტკიცებს

ნაკლები სექსი ურთიერთობას ამტკიცებს

სექსზე უარი პარადოქსულად ამტკიცებს წყვილის ურთიერთობას. ასეთ თეზისს კანადელი მეცნიერები ამტკიცებენ.

 პირველ ეტაპზე სპეციალისტებმა 185 ადამიანი გამოკითხეს. როგორც აღმოჩნდა ურთიერთობით უფრო კმაყოფილები ისინი არიან, ვისაც პარტნიორის გულისათვის სექსზე უარის თქმა შეუძლია. უფრო უკმაყოფილოები ისინი აღმოჩნდნენ, ვისაც  პარტნიორის უარი სექსზე აღიზიანებს. მეცნიერთა თქმით  ეს დასკვნა ვრცელდება როგორც ქალებზე, ისე კაცებზე.

კვლევის მეორე ნაწილში 255 ოჯახური წყვილი მონაწილეობდა. მეცნიერებს სურდათ შეეფასებინათ თუ რესპოდენტები რამდენად იზიარებდნენ პარტნიორის აზრს. როგორც გამოირკვა ქალებს „სექსუალური ემპათიისკენ“ გადახრილი პარტნიორები უფრო მეტად ესაჭიროებათ. ეს განსაკუთრებით იმ წყვილებში გამოჩნდა, რომლებსაც ბავშვი ყოლა ჰქონდათ გადაწყვეტილი.