მნიშვნელოვანი სიახლეები
ნასამ ასტრონავტებისათვის საუკეთესო საფენის კონსკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

ნასამ ასტრონავტებისათვის საუკეთესო საფენის კონსკურსში გამარჯვებულები გამოავლინა

უწონადობის პირობებში ტუალეტში გასვლა ეს მთელი მოვლენაა.  იმისათვის, რომ ასტრონავტებს ეს პიკანტური პროცესი გაუადვილონ, ნასამ კონკურსი Space Poop Challenge  ჩაატარა და მისი ფინალისტებიც გამოავლინა. 5000 გუნდიდან მხოლოდ სამი აღმოჩნდა მთავარი პრიზის - 30 000 დოლარის ღირსი.

უწონადობაში ნაწლავების დაცლა, მით უფრო თუ სკაფანდრში დიდხანს ყოფნა გიწვთ, ძალიან რთულია. მარსზე ანდა სხვა შორეულ პლანეტაზე გაფრენისას ასტრონავტებს შესაძლოა მთელი კვირა მოუწიოთ სკაფანდრებში ყოფნა, რაც თავის მხრივ კომფორტული პირობების შექმნას მოითხოვს. ამასთან მცირე გრავიტაციის პირობებში გამონაყოფი უბრალოდ იფრენს სკაფანდრში და დასვრის ყველაფერს - სუნი თავის მხრივ ისედაც პრობლემა იქნება. ნასამ თავისი კონკურსის მონაწილეებს სკაფანდრისათვის ტუალეტის უნივერსალური სისტემის შექმნა შესთავაზა. გამარჯვებულებს 30 000 დოლარი უნდა მიეღოთ.

 კონკურსში 5 ათასი გუნდი მონაწილეობდა. 15 000 დოლარი და მთავარი  პრიზი სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერმა და მფრინავმა ექიმმა თეტჩერ კარდონმა მიიღო, რომელმაც MACES Perineal Access & Toileting System-ის კონცეფცია შეიმუშავა.  იგი სკაფანდრზე ფეხებს შორის მოთავსებულ სარქველს წარმოადგენს, რომლიდანაც ასტრონავტებს თეორიულად შლუზების ანდა საფენების დახმარებით ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლიათ.

 მეორე ადგილი და 10 000 დოლარი Space Poop Unification of Doctors-ის გუნდს ერგო.  მათი იდეა ჰაერსატარს წარმოადგენს, რომელიც ფეხებს შორის ფუტურისტული პროტექტორის სახით არის წარმოდგენილი. ჰაერის ნაკადს წინა და უკანა ნაწილიდან ექსკრემენტები მილის მეშვეობით გამოაქვს და სპეციალურ ჭურჭელში ათავსებს.

 SWIMSuit—Zero Gravity Underwear-მა მესამე ადგილი და 5 000 დოლარი გამოიმუშავა. ეს იდეაში სადეზინფექციო თეთრეულია, რომელშიც გამონაყოფი ინახება, უფრო  მარტივად რომ ვთქვათ კოსმოსურ პამპერს წარმოადგენს.