მნიშვნელოვანი სიახლეები
New Yorker-ის  მარტის ნომერს იუსტასის გამოსახულებიანი რუსული ყდა ექნება

New Yorker-ის მარტის ნომერს იუსტასის გამოსახულებიანი რუსული ყდა ექნება

ამერუკული ჟურნალ  New Yorker-ის მარტის ნომერს ყდაზე გამოცემის სახელი კირილიცათი ექნება შესრულებული - „The Нью-Йоркер“

ჟურნალის 6 მარტის ნომრის ყდაზე რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი ადამიანი იქნება გამოსახული, რომელიც დონალდ ტრამპის მსგავს ჩრჩილს გამადიდებელი შუშით ათვალიერებს.

„ვლადიმერ პუტინმა შეიძლება გავლენა იქონია აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ მისი გეგმები უფრო ვრცელია“, - ნათქვამია ანონსში.

ნომრის ძირითადი მასალა იქნება სტატია „ტრამპი, პუტინი და ახალი ცივი ომი“, რომელიც მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობებს ეხება. კერძოდ კი რუსეთის როლს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე. სტატიის ავტორებია ევან ოსნოსი, დევიდ რემნიკი და ჯოშუა იაფფა.

ანონსში ნათქვამია, რომ ყდაზე გამოსახული პიროვნება იუსტას ვლადიმიროვიჩ ტილლია.

 როგორც გამოცემა აღნიშნავს, 1925 წელს New Yorker-ის პირველ ნომერზე გამოსახული იყო ადამიანი სახელად იუსტას ტილლი,რომელიც მონოკლით ჩრჩილს ათვალიერებდა.

მას შემდეგ ტილლი ჟურნალის სიმბოლოდ იქცა და ტრადიციულად New Yorker-ის დაარსების წლისთავზე ჟურნალის ნომრის მთავარი გმირი ტილლი და ჩრჩილია.

 სახელ იუსტასს რუსი მკითხველისათვის დამატებითი დატვირთვა აქვს - ასეთი საძახისი ჰქონდა შტირლიცს რომანსა და ტელესერიალში „გაზაფხულის 17 გაელვება“.