მნიშვნელოვანი სიახლეები
ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობს

ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობს

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი აღიარებს, რომ ტახტზე ასვლის შემდეგ რეგულარულად მართავს სამგზავრო ავიახაზების თვითმფრინავს, თანაც ინკოგნიტოდ. მონარქი მეორე პილოტად KLM-ის რეისებზე დაფრინავს. მგზავრები ზოგჯერ მის ხმას ცნობენ კიდევაც.

 ის ფაქტი, რომ ვილემ-ალექსანდერი თვითმფრინავს მართავდა, მისი 2013 წელს ტახტზე ასვლის წინაც იყო ცნობილი. მფრინავის ლიცენზიის შესანარჩუნებლად იგი  საშუალო მაგისტრალურ Fokker 70-ში „მოწვეული მფრინავის“ მოვალეობას ასრულებდა.

 მაგრამ ის, რომ ტახტზე ასვლის შემდეგაც გააგრძელა მან ეს პრაქტიკა, აქამდე უცნობი გახლდათ. ვილემ-ალექსანდერი თვეში ორჯერ კომპანია KLM-ის შვილობილ KLM Cityhopper-ის სამგზავრო რეისებზე მეორე პილოტად მუშაობს.

მისი მგზავრები საქმიანი ხალხია, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მიემგზავრებიან.

მეფემ ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში უფრო დიდი ლაინერის Boeing 737s-ის მართვის კურსების გავლას აპირებს. ამ თვითმფრინავით ავიაკომპანია მოძველებული Fokker-ის შეცვლას წლეულს აპირებს.

 შტურვალთან დაჯდომისას მეფე თავის სახელს არ ასახელებს, ვინაიდან მეორე პილოტებისათვის ეს პროცედურა სავალდებულო არაა. ამას გარდა კომპანიის ფორმაში და ქუდში მისი ცნობა ძნელია. და მიუხედავად ამისა, ზოგი მგზავრი მაინც ხვდება, რომ პილოტის კაბინაში მეფე ზის.

 მეფე ვილემ-ალექსანდერი ტახტზე 2013 წელს მას შემდეგ ავიდა, რაც დედამისი დედოფალი ბეატრიქსი გადადგა. ამა  წლის აპრილში ნიდერლანდების მეფეს 50 წელი შეუსრულდა.